გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

„სამარცხვინოა! გაგვძარცვეს“ - ვალენსიას ხელმძღვანელმა მსაჯი გააკრიტიკა

ლა ლიგის 29-ე ტურში, გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ საკუთარ კედლებში „სევილიას“ დაუპირისპირდა და 0:2 დამარცხდა. მატჩის შემდეგ, „ღამურების“ კორპორაციულმა დირექტორმა, ხავიერ სოლისმა მსაჯები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მისი გუნდი გაძარცვეს.

„ყელში ამოგვივიდა! ფეხბურთში საზიზღარი სუნი დგას! სამარცხვინოა და ამ სეზონში ასეთ მსაჯობას ნამდვილად არ ვიმსახურებთ. VAR-მა ჩვენ წინააღმდეგ 17 შეცდომა დაუშვა და ეს ნამდვილი ძარცვაა. განრისხებული და გაღიზიანებული ვართ. მსაჯმა მომენტი გადაამოწმა და ეყო ქედმაღლობა, ჩვენი კაპიტნისთვის ეთქვა, თითქოს წესების დარღვევა არ ყოფილა. გასავარდნ ზონაში ვიმყოფებით და ყველაფერს მსაჯებს ვერ დავაბრალებთ, მაგრამ რაც დღეს ვნახეთ, სამარცხვინო იყო“.

სოლისს „სევილიას“ პირველ გოლზე ჰქონდა აქცენტი. ანდალუსიელებმა ანგარიში 55-ე წუთზე გახსნეს და მამარდაშვილის კარი ლუა ბადემ აიღო, თუმცა გამეორებაზე გამოჩნდა, რომ ფრანგმა მცველმა წესები დაარღვია და „ვალენსიას“ ფეხბურთელის წინააღმდეგ იუხეშა. VAR-მა ჯარიმა არ დააფიქსირა, რამაც „ღამურების“ ხელმძღვანელები განარისხა.

შეგახსენებთ, რომ 29 ტურის შემდეგ, რუბენ ბარახას გუნდი 27 ქულით მე-18 ადგილს იკავებს და კვლავ გასავარდნ ზონაში იმყოფება. „ვალენსიას“ აუთსაიდერობიდან თავის დასაღწევად 3 ქულა სჭირდება. მის წინ მყოფი გუნდი კი „ალმერიაა“, რომელსაც 30 ქულა აქვს. „ღამურები“ მომდევნო შეხვედრას 23 აპრილს, სტუმრად ბოლოადგილოსანი „ელჩეს“ წინააღმდეგ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩაკვეტაძის და კანკავას გოლები - სლოვანმა დუკლა გაანადგურა
ჩაკვეტაძის და კანკავას გოლები - სლოვანმა დუკლა გაანადგურა