გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

აგვისტოს შემდეგ პირველად | მიქაუტაძეს შანსი აქვს, თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს

„მეცის“ ქართველი თავდამსხმელი, გიორგი მიქაუტაძე ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება და საფრანგეთის ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 15 გოლი აქვს გატანილი. მიქაუტაძის ასპარეზობა უყურადღებოდ არ დარჩენილა და მას შანსი აქვს, ლიგა 2-ის მარტის თვის საუკეთესო მოთამაშე გახდეს.

საფრანგეთის პროფესიულ ფეხბურთელთა ასოციაციამ 3 მოთამაშე დაასახელა, რომლებიც ზემოთ ხსენებული ჯილდოსთვის იბრძვიან და ერთ-ერთი მიქაუტაძე გახლავთ. „მეცის“ შემტევის კონკურენტები ნილს ნკუნკუ და ფრანკ მაგრი არიან. გიორგი თვის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოზე ბოლოს აგვისტოში იყო ნომინირებული და მისთვის ხმის მიცემა ამ ბმულზე შეგიძლიათ.

მიქაუტაძე მარტში შეუდარებელი იყო და „მეცის“ წარმატებულ ასპარეზობაში უდიდესი წვლილი შეიტანა. მისმა კლუბმა გასულ თვეში 4 შეხვედრა გამართა და გიორგიმ მოედანზე საერთო ჯამში, 359 წუთი გაატარა, მის ანგარიშზე კი 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.

შეგახსენებთ, რომ „მეცს“ 52 ქულა აქვს და მეორეადგილოსან „ბორდოს“ 4 ქულით ჩამორჩება. ლიგა 2-ის მომდევნო ტურში ამ გუნდების დაპირისპირებას ვიხილავთ და მატჩი 15 აპრილს, თბილისის დროით, 17:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შესაძლოა კვარამ სათადარიგოთა სკამზე დაიწყოს“ - სპალეტის პრესკონფერენცია
„შესაძლოა კვარამ სათადარიგოთა სკამზე დაიწყოს“ - სპალეტის პრესკონფერენცია