ხვიჩა კვარაცხელია, კრისტიანო ჯუნტოლი
Aa
Aa

ჯუნტოლი: „კვარას კონტრაქტი? ამაზე ჯერ არ ვფიქრობთ“

ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში, „მილანისა“ და „ნაპოლის“ შეხვედრის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე, ნეაპოლური გუნდის სპორტული დირექტორი, კისტიანო ჯუნტოლი Sky Sports-ს ესაუბრა და ხვიჩა კვარაცხელიასთვის კონტრაქტის გაუმჯობესების საკითხსაც შეეხო.

რა თქვა ჯუნტოლიმ:

გუნდის მფლობელებმა წარმოუდგენელი სამუშაო გასწიეს და „ნაპოლი“ საშუალო დონიდან მსოფლიო ფეხბურთის მწვერვალზე აიყვანეს. ჩემთვის დიდი პატივია დე ლაურენტისთან მუშაობა. რვა წელია, რაც მასთან ვარ და მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. მას უყვარს თავდაუზოგავი მუშაობა და ყოველთვის ცდილობს რაღაცის გაუმჯობესებას, მასთან დიდ ვალში ვარ.

სეზონის დაწყებამდე ასეთ ძლიერ „ნაპოლის“ არ ველოდით, თუმცა ვიცოდით, რომ საკმაოდ კონკურენტუნარიანები ვიქნებოდით. ისტორიის მცირე ნაწილი შევქმენით და გვსურს, უფრო დიდი ისტორია დავწეროთ.

ოსიმენის გარეშე თამაში დიდი დანაკლისია, მაგრამ გუნდს აქვს რესურსი, რომ მისი არყოფნის მიუხედავად, თავი კარგად წარმოაჩინოს.

კვარას კონტრაქტი? სატრანსფერო ბაზარსა და იმ ფეხბურთელებთან კონტრაქტის განახლებაზე, რომლებსაც გრძელვადიანი ხელშეკრულება აქვთ, ჯერჯერობით არ ვფიქრობთ. მაქსიმალური კონცენტრაცია ახლა კარგად თამაშსა და სეზონის წარმატებულად ჩამთავრებაზე გვაქვს გამახვილებული. ვფიქრობ, ახლა ამაზე საუბარი სწორი არ იქნება.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის პირველ მატჩში „ნაპოლი“ სან სიროზე 1:0 დამარცხდა, საპასუხო შეხვედრა კი 18 აპრილს, დიეგო მარადონას სტადიონზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დი ლორენცო: “თავდამსხმელის გარეშე თამაში ადვილი არ იყო“
დი ლორენცო: “თავდამსხმელის გარეშე თამაში ადვილი არ იყო“