ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

BBC კვარაზე: „საინტერესოა, შეძლებს თუ არა მილანთან საოცარი სეზონის გაგრძელებას“

გავლენიანი ბრიტანული გამოცემა, BBC ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ წყვილებზე წერს და ნაპოლი-მილანის დაპირისპირების დროს ხვიჩა კვარაცხელიას გამოარჩევს.

სტატიის ავტორს ყურადღება ქართველი შემტევის პროგრესზე აქვს გამახვილებული და სვამს კითხვას, შეძლებს თუ არა კვარაცხელია „მილანის“ წინააღმდეგ საოცარი სეზონის გაგრძელებას და თავის კიდევ ერთხელ გამოჩენას.

რას წერს BBC:

ხვიჩა კვარაცხელია გამორჩეული სტილის ფეხბურთელი, რომელიც წარსულს გვახსენებს, ეს კი თანამედროვე ფეხბურთში შეუძლებელი ჩანდა.

9 თვის წინ, ფეხბურთის ნეიტრალურ გულშემატკივარს მისი სახელი გაგონილიც არ ჰქონდა. მას მხოლოდ საქართველოსა და რუსეთის ჩემპიონატში ჰქონდა შეხვედრები ჩატარებული და ასევე, ევროპის კონფერენს ლიგის ორ შეხვედრაშიც მიიღო მონაწილეობა.

ახლა კი ქართველი გარემარბი ნამდვილად ჭეშმარიტი სუპერვარსკვლავია და ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო გუნდისა და სერია A-ს ლიდერის, „ნაპოლის“ ერთ-ერთი გუნდამენტური მოთამაშეა.

იტალიის ჩემპიონატში კვარაცხელიას 12 გოლი აქვს და მხოლოდ ოთხ მოთამაშეს ჩამორჩება. ასევე, მის ანგარიშზე 10 საგოლე გადაცემაცაა.

პარი სენ-ჟერმენის დუეტი, ლიონელ მესი და ნეიმარი, „აინტრახტის“ შემტევი რანდალ კოლო-მუანი და „არსენალის“ თავდამსხმელი, ბუკაიო საკა ერთადერთი ფეხბურთელები არიან, რომელმაც ორმაგი მაჩვენებლები აქვთ როგორც გოლებში, ისე საგოლე პასებში.

ჩემპიონთა ლიგაზე კი მის ანგარიშზე 4 საგოლე გადაცემაა და ამაზე კაი შედეგი არავის აქვს.

კვარაცხელიასა და „ნაპოლის“ იმედი აქვთ, რომ მათი ისტორია მეოთხედფინალსაც გასცდება. მათი მეტოქე „მილანი“ იქნება, რომელსაც სერია A-ს სატურნირო ცხრილში 22 ქულით უსწრებენ. თუმცა, „როსონერიმ“ ისინი ამ თვის დასაწყისში სტუმრად 4:0 დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ „მილანისა“ და „ნაპოლის“ დაპირისპირება 12 აპრილს, სან სიროზე გაიმართება, საპასუხო შეხვედრა კი 18 აპრილს, დიეგო მარადონას სტადიონზე ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარამ ცრუ ცხრიანზე ივარჯიშა - რას გადაწყვეტს სპალეტი
კვარამ ცრუ ცხრიანზე ივარჯიშა - რას გადაწყვეტს სპალეტი