აპოელი, ლაშა დვალი
Aa
Aa

„ამით ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი“ - დვალი რედინგში ჩაშლილ ტრანსფერს იხსენებს

საქართველოს ნაკრებისა და „აპოელის“ ფეხბურთელმა, ლაშა დვალმა კლუბთან მიცემულ ინტერვიუს დროს, „რედინგში“ ჩაშლილ ტრანსფერზე ისაუბრა.

რას ამბობს ქართველი მცველი:

თამაში 6 წლის ასაკში, „საბურთალოს“ აკადემიაში დავიწყე. შემდეგ საქართველოს ნაკრების ასაკობრივ გუნდებში დავიწყე თამაში. 17-წლამდე ნაკრებში ჩვენი თაობა ძალიან კარგად ვთამაშობდით. ჩვენს ჯგუფში ინგლისი, ესპანეთი და უკრაინა დავამარცხეთ, რის შედეგადაც ევროპის ჩემპიონატზე გავედით. ამის შემდეგ, ჩემს მიმართ ინტერესი რამდენიმე ინგლისურმა კლუბმა გამოიჩინა და როდესაც 18 წლის გავხდი, პროფესიონალური კონტრაქტი „რედინგთან“ გავაფორმე, იმ დროს პრემიერ ლიგაში თამაშობდნენ. თუმცა, ვინაიდან საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანა არ არის, პასპორტის გამო პრობლემები შემექმნა და ოფიციალური თამაშების ჩატარება არ შემეძლო. ამით ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი. თუმცა, ცხოვრება დიდი გამოცდილებაა და ბევრ ქვეყანაში მომიწია თამაში, სადაც კარგი გამოცდილებაც მივიღე.

შეგახსენებთ, რომ ლაშა დვალი „აპოელის“ ღირსებას 2022 წლის ზაფხულიდან იცავს და ყველა ტურნირზე ჩატარებულ 23 მატჩში 2 გოლის გატანა და 1 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო. 27 წლის მცველს კარიერის უდიდესი ნაწილი „ფერენცვაროშში“ აქვს გატარებული, სადაც რამდენიმე სეზონის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგაზეც უწევდა თამაში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
DonDiario: “რეალის სკაუტებს ხვიჩას ორივე ფეხით თამაშის შესაძლებლობა მოსწონთ“
DonDiario: “რეალის სკაუტებს ხვიჩას ორივე ფეხით თამაშის შესაძლებლობა მოსწონთ“