ხვიჩა კვარაცხელია, რაფაელ ლეაუ
Aa
Aa

„მისი დიდი ფანი ვარ“ - ლეაუმ კვარაზე ისაუბრა

იტალიის სერია A-ს 28-ე ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „მილანს“ უმასპინძლა და დიდი ანგარიშით, 0:4 დამარცხდა.

ხვიჩა კვარაცხელია სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა, თუმცა გოლის გატანა და საგოლე გადაცემის შესრულება ვერ შეძლო.

„მილანში“ მისმა ვიზავისტმა, რაფაელ ლეაუმ კი დუბლის შესრულება შეძლო და თავისი გუნდის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ პორტუგალიელმა შემტევმა განაცხადა, რომ ქართველ ფეხბურთელს მაისური გაუცვალა და მისი თამაში ძალიან მოსწონს.

რა თქვა ლეაუმ:

მაისური კვარას გავუცვალე. მისი დიდი გულშემატკივარი ვარ და მომწონს, რასაც მოედანზე აკეთებს. ვფიქრობ, მსგავსი სტილის ფეხბურთელები ვართ. უყვარს მეტოქის მოტყუება... შესანიშნავ სეზონს ატარებს.

28 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ სერია A-ში კვლავ პირველ ადგილზეა და 71 ქულა აქვს, „მილანმა“ კი ამ გამარჯვებით 51 ქულა დააგროვა და მე-3 პოზიციაზე აღზევდა.

შეგახსენებთ, რომ „მილანი“ და „ნაპოლი“ ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის ¼ ფინალში დაუპირისპირდებიან. პირველი მატჩი სან სიროზე 12 აპრილს შედგება, საპასუხო მატჩი კი დიეგო მარადონას სტადიონზე 18 აპრილს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„იმედი მაქვს, ეს იყო ხვრელი და არა უფსკრული“ - სპალეტი მატჩის შემდეგ
„იმედი მაქვს, ეს იყო ხვრელი და არა უფსკრული“ - სპალეტი მატჩის შემდეგ