ეროვნული ლიგა, Crystalbet ეროვნული ლიგა, დინამო ბათუმი
Aa
Aa

დინამო ბათუმმა სამგურალი ლამაზი გოლებით დაამარცხა

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-6 ტურის ბოლო მატჩში დინამო ბათუმმა სამგურალს უმასპინძლა და ორი უპასუხო გოლი გაუტანა (2-0). ორივე გოლი პირველივე ტაიმში გავიდა. მე-7 წუთზე, წყალტუბოელების კარი ჯერ პაატა ღუდუშაურმა აიღო, შემდეგ კი საგოლე გადაცემის ავტორმა, სანდრო ალთუნაშვილმა შორეული გასროლით თავადაც შესანიშნავი გოლი გაიტანა.

დინამო ბათუმი 2-0 სამგურალი

აღნიშნული გამარჯვების შემდეგ, დინამოებს 16-16 ქულა დაუგროვდათ და სატურნირო ცხრილში პირველ-მეორე ადგილს ინაწილებენ, 12 ქულით კი მესამე, ქუთაისის ტორპედოა.

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-7 ტურში, 8 აპრილს, დინამო ბათუმი თელავს ესტუმრება, ხოლო სამგურალი საბურთალოს 9 აპრილს უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები