მეცი, გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

5 გოლი ბოლო ექვს მატჩში - მიქაუტაძის ბრწყინვალე გოლების სერია

საფრანგეთის ლიგა 2-ის 29-ე ტურში „მეცმა“ შინ „ლავალი“ 1:0 დაამარცხა. მატჩის ერთადერთი გოლი გიორგი მიქაუტაის ანგარიშზეა, რომელმაც 49-ე წუთზე საჯარიმოს გარედან ფანტასტიკური დარტყმა შეასრულა, ეს მისი მე-15 გოლია ლიგა 2-ის 28 შეხვედრაში, ბომბარდირთა დავას ლიდერობს, მეორეადგილოსანს 1 გოლით უსწრებს.

საკლუბო და სანაკრებო შეხვედრების გათვალისწინებით ბოლო ექვს მატჩში 5 გოლი შეაგდო. მან „ნიმის“, „ანესის“ (2), ნორვეგიის ეროვნულ ნაკრებსა და „ლავალს“ გაუტანა.

ამ ეტაპზე საფრანგეთის ლიგა 2-ის ლიდერი „ლე ავრია“ 60 ქულით, „მეცი“ 51 ქულით მეორე ადგილზეა, თუმცა მესამეადგილოსან „ბორდოს“ მხოლოდ 1 ქულით უსწრებს, დავითაშვილის გუნდს კი ერთით ნაკლები შეხვედრა აქვს ჩატარებული, 28-ე ტურში სტუმრად „გენგამს“ შეხვდება. ეს მატჩი 3 აპრილს გაიმართება.

29-ე ტურში გიორგი მიქაუტაძის გუნდი „პაუს“ ესტუმრება, შეხვედრა 8 აპრილს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბალარდინიმ ლოჩოშვილი სასტარტოში დააბრუნა - კრემონეზეს მე-17 მარცხი
ბალარდინიმ ლოჩოშვილი სასტარტოში დააბრუნა - კრემონეზეს მე-17 მარცხი