ლივერპული, სიტი, იურგენ კლოპი
Aa
Aa

კლოპი: “გაგვიმართლა, რომ სიტი ხარბ ხასიათზე არ იყო“

პრემიერ ლიგის მორიგ ტურში „მანჩესტერ სიტიმ“ „ლივერპულს“ უმასპინძლა და 4:1 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ „ქალაქელებს“ ერლინგ ჰოლანდი არ ჰყავდათ. მატჩის დასრულების შემდეგ, იურგენ კლოპმა კომენტარი გააკეთა.

კლოპი:

„პირველი ტაიმი იყო ზუსტად ის, რასაც ხშირად ვაკეთებთ აქ. „სიტის“ უფრო მეტი ბურთის ფლობა ჰქონდა, მაგრამ ჩვენ კარგ მომენტებს ვქმნიდით. მშვიდად ვთამაშობდით და ამან ჩვენს მოწინააღმდეგეს პრობლემები შეუქმნა. გოლი გავიტანეთ და კიდევ ერთი რეალური მომენტი გვქონდა, მაგრამ ვერ გავიტანეთ.

მეორე ტაიმში გაშვებულმა სწრაფმა გოლმა ყველაფერი გადაწყვიტა. ის გზა, თუ როგორ გავუშვით გოლი მიუღებელია. წინააღმდეგობა საერთოდ ვერ გავუწიეთ. ასე არ უნდა ხდებოდეს. ამის შემდეგ, „სიტი“ მთლიანად აკონტროლებდა თამაშს და გაგვიმართლა, რომ პეპის გუნდი ხარბ ხასიათზე არ იყო.

მიუხედავად ამისა, 4:1-იც ცუდი ანგარიშია. ჩვენგან მხოლოდ ოთხმა ფეხბურთელმა ითამაშა კარგად. დანარჩენები სადღაც სხვაგან იყვნენ. 3 დღეში ისევ ძლიერ გუნდს უნდა ვეთამაშოთ. იმედი მაქვს, რაღაცები შეიცვლება.“

მატჩის ვიდეო მიმოხილვა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
NapoliMagazine: “ხვიჩა ახალ კონტრაქტს ივნისში გააფორმებს“
NapoliMagazine: “ხვიჩა ახალ კონტრაქტს ივნისში გააფორმებს“