მილანი, ნაპოლი, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

სპალეტი: „დროშები სიამაყით მავსებს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ ილუზიაა“

იტალიის სერია ა-ს 28-ე ტურში „ნაპოლი“ „მილანს“ უმასპინძლებს. მატჩამდე ლუჩანო სპალეტიმ პრესკონფერენცია გამართა და მედიასთან საინტერესო თემებზე ისაუბრა, მათ შორის ვიქტორ ოსიმენის ტრავმაზე, ნიგერიელს ჯოვანი სიმეონე შეცვლის.

„სკუდეტო? დროშებს ყველგან ვხედავ, რაც სიამაყითა და სიხარულით მავსებს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ ილუზიაა, რადგან ისტორია ჯერ არ დაწერილა. ჩვენ უნდა ვიმუშავოთ, რადგან ყველა ტალღა შესაძლოა გადამწყვეტი იყოს. არ ვფიქრობთ, რომ სერია ა უკვე მოვიგეთ და არ ვფიქრობთ შემდეგ სეზონზე.

ოსიმენის არყოფნა დიდი დანაკლისია, მაგრამ როგორც პიოლიმ თქვა, ჩვენ მის გარეშე უკვე ვითამაშეთ. სიმეონემ იმაზე მეტი დრო დაიმსახურე ვიდრე მე მას მივეცი. ის მრავალმხრივი მოთამაშეა და მან თავის საქმე კარგად იცის. მან იცის, რომ ფეხბურთს მხოლოდ ფეხით არ თამაშობ, მასში გონებაც მონაწილეობს. ისეთივე სწრაფი არაა, როგორც ოსიმენი, თუმცა მას თანაბრად კარგი თვისებები აქვს და იცის თანაგუნდელებთან კომუნიკაცია.

„მილანი“ ძალიან ძლიერი გუნდია, რომელმაც გასულ სეზონში სკუდეტო მოიგო, მიმდინარე სეზონში კი ჩემპიონთა ლიგიდან „ტოტენჰემი“ გამოთიშა.

ახალი კონტრაქტი „ნაპოლისთან“? ეს თემა პრესკონფერენციის ნაწილი არაა. ახლა არა ეს საკითხი, არამედ კლუბის შედეგები მაღელვებს“.

„ნაპოლისა“ და „მილანის“ შეხვედრა 2 აპრილს, 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

27 ტურის შემდეგ სერია ა-ს „ნაპოლი“ 71 ქულით ლიდერობს, მეორე პოზიციას რომის „ლაციო“ 52 ქულით იკავებს, „ინტერის“ აქტივში 50 ქულაა, ხოლო მეოთხე საფეხურზე „მილანია“ 48 ქულით.

საინტერესოა, რომ სეზონის პირველ ნახევარში ოსიმენმა ტრავმის გამო სერია ა-ს 4 მატჩი გამოტოვა, „ნაპოლიმ“ ოთხივე შეხვედრა მოიგო, მათ შორის „მილანთან“ „სან სიროზე“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მერწმუნეთ, არცერთ გუნდს არ უნდა ამ მატჩის წაგება“ - დონადონი ნაპოლი-მილანზე
„მერწმუნეთ, არცერთ გუნდს არ უნდა ამ მატჩის წაგება“ - დონადონი ნაპოლი-მილანზე