ხვიჩა კვარაცხელია, ლუკა პარკაძე
Aa
Aa

„ბაიერნში ახალი კვარადონა მიდის?“ - გერმანული პრესა პარკაძეზე წერს

მიუნხენის „ბაიერნთან“ დაახლოებული სააგენტო TZ.de 17 წლის ქართველი ტალანტის, ლუკა პარკაძის შესახებ წერს და პარალელს ხვიჩა კვარაცხელიასთან ავლებს.

რა წერია სტატიაში:

ბაიერნმა ლუკა პარკაძის დამატება გასული წელს გადაწყვიტა. 17 წლის ფეხბურთელს ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო ტალანტს, ხვიჩა კვარაცხელიას ადარებენ. ქართველმა „ნაპოლის“ შემადგენლობაში გამორჩეული თამაშებით ყველას დაამახსოვრა თავი. „ბაიერნს“ კი „კვარადონას“ თანამემამულის იმედები აქვს. ეს ფეხბურთელი ლუკა პარკაძეა, რომელიც გერმანიის რეკორდსმენის მაისურს 2023 წლის ზაფხულიდან მოირგებს. 17 წლის ქართველი ტალანტი თბილისის „დინამოდან“ მოდის.

როგორც კლუბში აცხადებენ, პარკაძე მიუნხენურ კლუბთან გრძელვადიან კონტრაქტს გააფორმებს. 17 წლის ქართველი ძალიან ნიჭიერ ფეხბურთელად და უნივერსალურ შემტევად ითვლება. ის 60 უდიდეს ტალანტს შორის მიჩნეული და მის შესახებ The Guardian-ი ჯერ კიდევ გასულ წელს წერდა.

ლუკა პარკაძემ ხვიჩა კვარაცხელიას მსგავსად თბილისის „დინამოს“ ახალგაზრდული სკოლა აქვს გამოვლილი, მთავარ გუნდში დებიუტი კი სულ რაღაც 17 წლის ასაკში ჰქონდა. „ბაიერნი“ მას თავიდანვე აქტიურად აკვირდებოდა, თუმცა კოვიდ-პანდემიის გამო, კლუბის გეგმები მცირედით შეფერხდა.

გასულ წელს, გერმანიისა და საქართველოს 17-წლამდე ნაკრებების შეხვედრის შემდეგ, „ბაიერნმა“ ის კიდევ ერთხელ შეამჩნია. მართალია, ის მატჩი საქართველომ 3:0 წააგო, თუმცა „ბაიერნმა“ სწორედ ამ თამაშის შემდეგ გადაწყვიტა ქართველი ტალანტის დამატება.

 კლუბი იმედოვნებს, რომ ფეხბურთელს მიმდინარე წლის ზაფხულშიც ათამაშებს. საინტერესოა, შეძლებს თუ არა პარკაძე „ბაიერნის“ მთავარ გუნდში დაწინაურებას და განვითარდება, თუ არა მისი კარიერა ნეაპოლელი თანამემამულის მსგავსად. რა თქმა უნდა, „ბაიერნში“ ამის საწინააღმდეგო არაფერი ეხებათ.

შეგახსენებთ, რომ ლუკა პარკაძე მიუნხენის „ბაიერნს“ ოფიციალურად 2023 წლის ზაფხულში შეუერთდება და თავდაპირველად, „რეკორდმეისტერის“ ახალგაზრდული გუნდის მაისურს მოირგებს, მანამდე კი 17 წლის ფეხბურთელი კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში, „გაგრას“ შემადგენლობაში ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
არც კვარა, არც ვინისიუსი, არც მბაპე | იაია ტურემ ტოპ 3 მარცხენა გარემარბი დაასახელა
არც კვარა, არც ვინისიუსი, არც მბაპე | იაია ტურემ ტოპ 3 მარცხენა გარემარბი დაასახელა