ენრიკე: “პრემიერ ლიგაში მსურს მუშაობა“
მას შემდეგ, რაც ლუის ენრიკე ესპანეთის ნაკრებიდან გაათავისუფლეს სამსახურის გარეშეა დარჩენილი. ამის პარალელურად, „ტოტენჰემმა“ ანტონიო კონტე გაუშვა და „დეზებს“ მწვრთნელი არ ჰყავთ.
ესპანურ მედიასთან საუბრისას, ლუის ენრიკემ განაცხადა, რომ მას შემოთავაზება მხოლოდ ნაკრებებიდან აქვს, ხოლო მას სულ სხვა სურვილი აქვს.
რა თქვა ენრიკემ?
„ზოგადად, მუშაობის გაგრძელება ინგლისში მსურს, მაგრამ ჩემს თავს პრემიერ ლიგაში ივლისში ვერ ვხედავ. მე წავალ ისეთ გუნდში, რომელსაც დიდი ამბიციები ექნება. აქედან გამომდინარე, ნებისმიერ ინგლისურ გუნდში არ ვიმუშავებ.
მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ესპანურ პრესას არ ვკითხულობ და არც სოციალურ ქსელში შევდივარ. მხოლოდ ბრიტანულ მედიას ვეცნობი. ვერ მექნება პრეტენზია იმაზე, თუ რას საუბრობენ ჩემზე. ამას ვერც გავაკონტროლებ. მთავარია სიმშვიდე შევინარჩუნო. შემოთავაზება ჯერ კლუბებიდან არ მაქვს, მხოლოდ ეროვნული ნაკრებები მეპატიჟებიან. ძალების მოსინჯვა საკლუბო ფეხბურთში მსურს.“
შეგახსენებთ, რომ უკანასკნელად ლუის ენრიკე საკლუბო ფეხბურთში „ბარსელონას“ წვრთნიდა. ესპანელმა სპეციალისტმა „ბლაუგრანასთან“ ერთად ტრიპლეტის მოგება შეძლო.

კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს