ბაიერნი, იულიან ნაგელსმანი
Aa
Aa

ნაგელსმანის შეყვარებული ბაიერნისთვის პრობლემა ყოფილა

როგორც მოგეხსენებათ, მიუნხენის „ბაიერნმა“ დაკავებული თანამდებობიდან იულიან ნაგელსმანი გაათავისუფლა და მის ნაცვლად ტომას ტუხელი დანიშნა. ახალგაზრდა გერმანელის გაშვების ბევრმა მიზეზმა გაიჟღერა.

დღეს კი ერთ-ერთი საინტერესო ვერსია გავრცელდა, რომელიც ნაგელსმანის შეყვარებულს უკავშირდება. ამ საკითხზე „რეკორდმაისტერის“ ყოფილმა ფეხბურთელმა მარკუს ბაბელმა ისაუბრა.

35 წლის სპეციალისტის მეგობარი გოგონა BILD-ის ჟურნალისტი ლენა ვურცენბერგერია, რომელიც სამსახურიდან მას შემდეგ წავიდა, რაც ნაგელსმანი „ბაიერნის“ მწვრთნელი გახდა, მაგრამ ამან დამოკიდებულება არ შეცვალა. დროთა განმავლობაში, გუნდის შიდა ინფორმაცია ვრცელდებოდა. ეს ყველაფერი კი, როგორც ჩანს იულიანს ბრალდებოდა და მას ნაკლებად ენდობოდნენ.

ბაბელი:

„ნაგელსმანის და BILD-ის ჟურნალისტის პირადი ურთიერთობა გუნდისთვის გამაღიზიანებელი იყო. გასახდელში ეს არ მოსწონდათ. ამიტომ, მისი შეყვარებული „ბაიერნისთვის“ დიდი პრობლემა იყო. გაჩნდა ნდობის ნაკლებობა, რადგან მოთამაშეები ბევრ რამეს ვეღარ ამბობდნენ. მათ ეშინოდათ, რომ ნათქვამი სიტყვები გაზეთში დაიწერებოდა.“

შეგახსენებთ, რომ ნაგელსმანი მიუნხენური გრანდის მწვრთნელად 2021 წელს დაინიშნა. ამ პერიოდის განმავლობაში ახალგაზრდა გერმანელი „ბაიერნს“ 84-ჯერ გაუძღვა, საიდანაც 60 მატჩი მოიგო, 10 წააგო, ხოლო 14 ფრედ დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“შოტლანდიას სკამზე მანჩესტერის ფეხბურთელი უზის“ - ქეცბაია მარცხის შემდეგ
“შოტლანდიას სკამზე მანჩესტერის ფეხბურთელი უზის“ - ქეცბაია მარცხის შემდეგ