მიუნხენის ბაიერნი, ტომას ტუხელი
Aa
Aa

ტუხელი: “ბაიერნს ყველა ტიტულის მოგება შეუძლია“

ცნობილია, რომ „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელი ტომას ტუხელი გახდა. გერმანელმა სპეციალისტმა მიუნხენური გრანდის ოფიციალურ ვებ-გვერდთან პირველი ოფიციალური ინტერვიუ ჩაწერა.

რა თქვა ტუხელმა?

„ჩემს მიმართ გამოჩენილი ნდობა და ზოგადად „ბაიერნის“ გაწვრთნა დიდი პატივია. მადლობა მინდა გადავუხადო პირადად ოლივერ კანს და ჰასან სალიჰამიჯიჩს. როდესაც საზღვარგარეთ გიწევს მუშაობა, „ბაიერნის“ მნიშვნელობას კიდევ უფრო მეტად აცნობიერებ. კლუბის დეენემი ვალდებულებას მოიცავს.

„ბაიერნი“ არის გამარჯვებაზე ორიენტირებული გუნდი. აქ ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი და საუკეთესო ფეხბურთელები თამაშობენ. მოუთმენლად ველი მათთან შეხვედრას და მუშაობის დაწყებას. აქ ყველა ტიტულის მოგება შეგვიძლია. ეს ასევე დიდი ვალდებულებაა.“

ოლივერ კანი:

„ტუხელის დონეზე საუბარიც კი ზედმეტია. მისი კარიერა ყველაფერზე მეტყველებს. ტომასის უკან უდიდესი პიროვნული განვითარება დგას. ბედნიერები ვართ, რომ „ბაიერნის“ მწვრთნელი ტუხელია.“

სალიჰამიჯიჩი:

„მივედით დასკვნამდე, რომ დიდი გამოცდილების მქონე მწვრთნელი გვჭირდებოდა. შევხვდით და შესანიშნავი საუბარი გვქონდა. ტომასი პირველივე წუთიდან ძალიან აღელვებული იყო. მასაც სურდა, რომ ჩვენთან ემუშავა. სწრაფად შევთანხმდით და დარწმუნებული ვარ, შედეგსაც სწრაფად მივიღებთ.“

შეგახსენებთ, რომ ტუხელი უკანასკნელად ლონდონის „ჩელსის“ წვრთნიდა, სადაც ჩემპიონთა ლიგის მოგება შეძლო. მომდევნო სეზონში კი მეოთხედფინალში „ბაიერნთან“ დამარცხდა. „არისტოკრატებიდან“ კი არასახარბიელო შედეგების გამო გაუშვეს და მის ნაცვლად გერეჰემ პოტერი დანიშნეს.

ასევე შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „ბაიერნი“ „მანჩესტერ სიტის“ დაუპირისპირდება, რომელსაც ტომას ტუხელი შესანიშნავად იცნობს და ლიგის ფინალში „ჩელსისთან“ ერთად სწორედ გუარდიოლას გუნდი დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები