იულიან ნაგელსმანი, ტომას ტუხელი
Aa
Aa

ბაიერნი ნაგელსმანის გაშვებაზე სერიოზულად ფიქრობს | სავარაუდოდ ტუხელი შეცვლის

მიუნხენის „ბაიერნი“ საკადრო ცვლილებების გატარებას აპირებს. ცნობილი სატრანსფერო ექსპერტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, არის შანსი, „რეკორდმაისტერმა“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან იულიან ნაგელსმანი დაითხოვოს და მის ნაცვლად ტომას ტუხელი დანიშნოს.

გერმანული გრანდი ნაგელსმანის გაშვებაზე სერიოზულად ფიქრობს. ამ გადაწყვეტილებაზე კლუბის მაღალჩინოსნები მსჯელობენ და შესაძლოა, იულიანს უახლოეს პერიოდში დაემშვიდობონ. ნაგელსმანის გაშვების შემთხვევაში, „რეკორდმაისტერის“ ჩაბარების მთავარი პრეტენდენტი ტუხელი იქნება.

შეგახსენებთ, რომ „ბაიერნი“ ბუნდესლიგაში მთლად კარგად ვერ გამოიყურება და 25 ტურის შემდეგ, 52 ქულა აქვს. „რეკორდმაისტერი“ მეორე ადგილზე იმყოფება და „დორტმუნდს“ 1 ქულით ჩამორჩება. მომდევნო ტურში, სწორედ „ბაიერნისა“ და „დორტმუნდის“ დაპირისპირება გველის.

ტომას ტუხელს რაც შეეხება, გერმანელი სპეციალისტი ბოლოს „ჩელსიში“ მუშაობდა. „არისტოკრატებთან“ ერთად, მან ჩემპიონთა ლიგა მოიგო, მაგრამ მიმდინარე სეზონის სტარტზე პოსტი დაატოვებინეს და მის ნაცვლად გრემ პოტერი დანიშნეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საფეხბურთო აგენტი: „კვარაცხელია ჯორჯ ბესტზე უკეთესია“
საფეხბურთო აგენტი: „კვარაცხელია ჯორჯ ბესტზე უკეთესია“