Sky Sports: “ტოტენჰემი პოჩეტინოს დაბნრუნებას გეგმავს“
„ჩვენ გუნდი არ ვართ! მე ვხედავ 11 ეგოისტს და არა გუნდს“ - ეს სიტყვები ანტონიო კონტეს ეკუთვნის, რომელმაც რამდენიმე დღის წინ საკუთარი მოთამაშეები მწვავედ გააკრიტიკა.
ამ ფაქტს, რა თქმა უნდა, დადებითად არავინ შეხვდა. იტალიელი სპეციალისტის საუბარი არც ხელმძღვანელობამ მოიწონა და რა თქმა უნდა, არც ფეხბურთელებმა.
ამ ფაქტის შემდეგ, სპორტულ მედიაში ანტონიოს წასვლაზე ალაპარაკდნენ. ეს კი დღეს სულ უფრო რეალური ხდება.
მაგალითად, დღეს ბრიტანულმა გავლენიანმა სპორტულმა გამოცემა Sky Sports-მა კონტეს სავარაუდო შემცვლელი დაასახელა. ვიგებთ, რომ „დეზების“ ხელმძღვანელობა აქტიურ კომუნიკაციას ამყარებს მაურისიო პოჩეტინოსთან. თავის მხრივ, ლონდონში დაბრუნების წინააღმდეგი არც არგენტინელი სპეციალისტია.
Members of the Tottenham squad have been in contact with former manager Mauricio Pochettino about a potential return to the club ????
— Sky Sports News (@SkySportsNews) March 21, 2023
It is understood that Pochettino would be keen on the move ⤵️ pic.twitter.com/QvtZYGdFXW
შეგახსენებთ, რომ პოჩეტინო „ტოტენჰემიდან“ 2019 წელს გაათავისუფლეს და 2021 წელს „პარი სენ ჟერმენი“ ჩაიბარა, თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე „რეალთან“ წარუმატებლობის გამო მოხსნეს და დღეს გუნდის გარეშეა დარჩენილი.