ანტონიო კონტე
Aa
Aa

რა ბედი ელის კონტეს | ფეხბურთელები თვლიან, რომ გუნდს მალე დატოვებს

ბრიტანული გამოცემების ინფორმაციით, ანტონიო კონტე „ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელის პოსტს აუცილებლად დატოვებს და ეს შესაძლოა, უახლოეს დღეებში მოხდეს. იტალიელი სპეციალისტის მომავალთან დაკავშირებით, სერიოზული კითხვის ნიშნები მისი განცხადების შემდეგ გაჩნდა, რომლითაც მან „ტოტენჰემი“ გააკრიტიკა.

The Sun-ისა და Guardian-ის მიხედვით, კონტეს განცხადებებმა „ტოტენჰემის“ ფეხბურთელები შოკში ჩააგდო და რამდენიმე მათგანი მისი გაშვების მომხრეა. Guardian-ი წერს, რომ „დეზების“ თავკაცის პოსტზე კონტეს დღეები დათვლილია და მისი წასვლა უბრალოდ დროის საკითხია.

რა თქვა კონტემ

„კარიერაში პირველად ასეთ ვითარებაში აღმოვჩნდი და გასულ სეზონთან შედარებით ყველაფერი მხოლოდ გაუარესდა. რატომ? რადგან აქ მიჩვეულები არიან. დიახ, ისინი არ იბრძვიან რაიმე სერიოზულისთვის. მათ არ სურთ ზეწოლის ქვეშ თამაში. ასეთია ტოტენჰემის ისტორია. ამ მფლობელის ქვეშ 20 წელია კლუბს არაფერი მოუგია - რატომ? მხოლოდ კლუბის ბრალია თუ ყველა მწვრთნელის, ვინც აქ მუშაობდა? დავინახე, როგორი ხალხი ხელმძღვანელობდა გუნდს. წინ კიდევ 10 მატჩია და ხალხი ჩვენს თამაშს ელოდება. მაგრამ რისთვის შეიძლება იბრძოლო ასეთი გუნდური სულისკვეთებით, ბიზნესისადმი ასეთი დამოკიდებულებით? მე-7, მე-8, მე-10 ადგილისთვის? მე არ ვარ მიჩვეული ამას. მოწყენილი ვარ. ყველამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა. არა მარტო კლუბი, მწვრთნელი, შტაბი. ეს ფეხბურთელებმაც უნდა გააკეთონ, რადგან დროა სიტუაცია შეიცვალოს“.

შეგახსენებთ, რომ 27 ტურის შემდეგ, „ტოტენჰემს“ 49 ქულა აქვს და პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილის მე-4 პოზიციას იკავებს. „დეზები“ მომდევნო შეხვედრას 3 აპრილს, „ევერტონის“ წინააღმდეგ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თითქოს ისევ ჯორჯ ბესტს ვხედავთ“ - გატუზომ ხვიჩასა და ოსიმენზე ისაუბრა
„თითქოს ისევ ჯორჯ ბესტს ვხედავთ“ - გატუზომ ხვიჩასა და ოსიმენზე ისაუბრა