ხვიჩა კვარაცხელია, იური სიომინი, კახა კალაძე
Aa
Aa

სიომინი: ხვიჩამ კალაძეს, რომ აჯობოს ჩემპიონთა ლიგა უნდა მოიგოს

ცნობილი რუსი სპეციალისტი და ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილი მწვრთნელი იური სიომინი „კვარას“ შესახებ ხშირად საუბრობს და ყოველთვის დადებით კონტექსტში.

სიომინს ამჯერად კვარაცხელიასა და კალაძის შედარება მოსთხოვეს.

„შეძლებს, თუ არა ხვიჩა მიღწევებით კალაძის გადასწრებას? კახა მსოფლიო დონის გამორჩეული მოთამაშე იყო. ქართველ ლეგენდას, რომ გასცდეს, ხვიჩას ჩემპიონთა ლიგის მოგება სჭირდება. თუ, წელს ნაპოლისთან ერთად თასს აიღებს, მაშინ კალაძეს მიუახლოვდება.

კალაძე და კვარაცხელია სხვადასხვა პოზიციას თამაშობენ. კახა მცველია, ხვიჩა ფლანგის შემტევი. კვარაცხელიას პოზიცია უფრო პოპულარულია და მასზეც მეტს საუბრობენ. ამ მხრივ მას უპირატესობა აქვს. ეს საქართველოს ნაკრების ორი გამორჩეული მოთამაშეა.

ამ წუთისთვის, კვარაცხელია შედეგებს ისეთი ტემპით აღწევს, შემიძლია, ოქროს ბურთის მოგების ერთ-ერთ პრეტენდენტად წარმოვიდგინო. თუ ასეთი თამაშის ჩვენება განაგრძო, ყველაფერი შესაძლებელია. ამ მომენტისთვის, ევროპაში მისნაირი ფეხბურთელი არაა და ერთადერთი გამონაკლისი შესაძლოა, ვინისიუსი იყოს. პირადად მე, ვთვლი, რომ ხვიჩა თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესოა“.

მიმდინარე სეზონში ხვიჩამ 29 მატჩი ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ინსინიემ 3.5 მილიონზე უარი თქვა, კვარამ კი 1.5-ზე ბავშვივით გახარებულმა მოაწერა“
„ინსინიემ 3.5 მილიონზე უარი თქვა, კვარამ კი 1.5-ზე ბავშვივით გახარებულმა მოაწერა“