ჩემპიონთა ლიგა, პეპ გუარდიოლა, მანჩესტერ სიტი, ლაიპციგი
Aa
Aa

“აუცილებლად უნდა მოვიგოთ“ - გუარდიოლა ლაიპციგთან მატჩის წინ

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ განმეორებით მატჩში „მანჩესტერ სიტი“ „ლაიპციგს“ მასპინძლობს. შეხვედრის წინ, „ქალაქელების“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გუარდიოლამ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

რა თქვა გუარდიოლამ?

„მიმდინარე სეზონში, თუ ჩვენ მხოლოდ ჩემპიონთა ლიგას მოვიგებთ და სხვას ვერაფერს შეგიძლიათ ევროპაში საუკეთესო დაგვარქვათ, მაგრამ არ ვიცი რამდენად სამართლიანი იქნება ეს. არ ვიცი რა კრიტერიუმებით უნდა შეფასდეს ეს. ყველას საკუთარი აზრი აქვს. ჩვენ გვინდა, რომ ყოველ წელს საუკეთესო ვიყოთ.

სასიამოვნო ის არის, რომ სეზონის დასაწყისში ჩემპიონთა ლიგის ფავორიტებში ჩაგვთვალეს. მთავარი კი 90 წუთია. პირველი შეხვედრა ვერ მოვიგეთ. მინდა ვაღიარო, რომ „ლაიპციგი“ შესანიშნავი გუნდია. მათ ბევრი ძლიერი და დადებითი მხარე აქვთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი საფეხბურთო ფილოსოფია უნდა მოვახვიოთ. აუცილებლად უნდა მოვიგოთ.

აქ სწორედ ამიტომ ვართ. მე არ ვიცნობ ისეთ მწვრთნელს, რომელსაც გამარჯვება არ სურს. მოგება ყველას უნდა და გამონაკლისი არც ჩვენ ვართ. „ლაიპციგი“ პრესინგის დროს აგრესიულია და ბრწყინვალე მეკარე ჰყავთ. მათთან გამკლავება ადვილი არცერთი გუნდისთვის არ არის.“

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი დაპირისპირება გერმანიაში გაიმართა და ფრედ 1:1 დასრულდა. განმეორებითი შეხვედრა კი 14 მარტით თარიღდება და თბილისის დროით 23:55-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები