ლაიპციგი
Aa
Aa

“გადაწყვეტილებას სეზონის დასრულების შემდეგ მივიღებ“ - გვარდიოლი გუნდის შეცვლაზე

მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, იოსკო გვარდიოლი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელი გახდა. ხორვატი ცენტრალური მცველით „მანჩესტერ სიტი“, „ჩელსი“ და „ლივერპული“ ინტერესდებიან.

მიუხედავად მის მიმართ ასეთი ინტერესისა თავად ფეხბურთელი გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს. გვარდიოლი უკანასკნელად უეფა-ს ვებ-გვერდს ესაუბრა.

რა თქვა გვარდიოლმა?

„ამბიციები? ნამდვილად არ ვიცი. ახლა „ლაიპციგში“ ვარ და ბევრი სამუშაო გვაქვს. ვიბრძვით ბუნდესლიგისთვის და ჩემპიონთა ლიგაზე „მანჩესტერ სიტისთან“ კარგი შანსი გვაქვს. ასევე, ჩვენს გეგმებში გერმანიის თასის მოგებაც შედის. ახლა ჩემი პრიორიტეტი მიმდინარე სეზონში წარმატების მიღწევაა. გუნდის შეცვლაზე მხოლოდ სეზონის დასრულების შემდეგ დავფიქრდები.“

შეგახსენებთ, რომ გვარდიოლის ოცნების კლუბი მადრიდის „რეალია“, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციით, იოსკოზე დიდ გავლენას ოჯახის შეხედულებები ახდენს. მისი ოჯახის სურვილი კი „ლივერპულში“ ტრანსფერია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები