“მასთან პრეტენზია არ უნდა გვქონდეს“ - დე ბრუინმა ჰოლანდი დაიცვა
Aa
Aa

“მასთან პრეტენზია არ უნდა გვქონდეს“ - დე ბრუინმა ჰოლანდი დაიცვა

მიმდინარე სეზონის საწყის პერიოდში ერლინგ ჰოლანდი უამრავ გოლს იტანდა, თუმცა დღეს სიტუაცია შეცვლილია და ნორვეგიელი თავდამსხმელი ისეთი პროდუქტიული აღარ არის, როგორიც ადრე.

ამასთან დაკავშირებით, კევინ დე ბრუინმა თავისი მოსაზრება დააფიქსირა და ჰოლანდი დაიცვა.

რა თქვა დე ბრუინმა?

„ზოგადად სეზონის პირველი და მეორე ნაწილი ყოველთვის განსხვავებულია. მეორე ნაწილში უფრო ბევრი და საინტერესო რამ ხდება. გუნდები უფრო კარგად არიან ორგანიზებული. წინ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები გველოდება.

ერლინგ ჰოლანდს ნუ აკრიტიკებთ. შეიძლება იმდენი გოლი ვერ გააქვს, მაგრამ ის მაინც პროდუქტიულია. ვფიქრობ, რომ მასთან პრეტენზია არ უნდა გვქონდეს. ერლინგი უმაღლესი დონის მოთამაშეა, რომელმაც „მანჩესტერ სიტი“ მნიშვნელოვნად გააძლიერა.“

შეგახსენებთ, რომ ნორვეგიელმა შემტევმა მიმდინარე სეზონში „ქალაქელების“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 35-ჯერ მოირგო, 34 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა. „მანჩესტერ სიტი“ კი პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში 61 ქულით მეორე პოზიციას იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნორვეგიასთან მატჩს გამოტოვებს - შტურმის მწვრთნელმა კიტეიშვილზე ისაუბრა
ნორვეგიასთან მატჩს გამოტოვებს - შტურმის მწვრთნელმა კიტეიშვილზე ისაუბრა