გიორგი ქვილითაია, აპოელი
Aa
Aa

ქვილითაიას მორიგი გოლი - აპოელის დამაჯერებელი გამარჯვება

კვიპროსის ჩემპიონატის მორიგ ტურში „აპოელმა“ „სალამისს“ უმასპინძლა და მარტივად 3:0 დაამარცხა. გამარჯვებაში კი თავისი წვლილი გიორგი ქვილითაიამ შეიტანა.

გულშემატკივრებმა საკმაოდ მხიარული დაპირისპირება იხილეს. აღსანიშნავია, რომ სტუმართა გუნდი 22-ე წუთიდან 10 კაცით დარჩა და შეტევაში ბევრი არაფერი გამოსდიოდა.

ანგარიში 35-ე წუთზე დონისმა გახსნა და პირველი ნახევარი 1:0 დასრულდა. მეორე ტაიმში, მასპინძლები კიდევ უფრო მეტად გააქტიურდნენ. 55-ე წუთზე სხვაობა ორამდე სწორედ ქვილითაიამ გაზარდა და ფაქტობრივად მატჩის ბედიც გადაწყვიტა.

შეხვედრაში წერტილი „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ფედერიკო მაკედამ დასვა. იტალიელმა 63-ე წუთზე გაისროლა და საბოლოო ანგარიში 3:0 დააფიქსირა. ცნობისთვის, ქართველმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ერთად მეშვიდე გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოფიციალურად: ნეიმარისთვის სეზონი დასრულდა
ოფიციალურად: ნეიმარისთვის სეზონი დასრულდა