დონეცკის შახტარი, გიორგი გოჩოლეიშვილი
Aa
Aa

დებიუტი შახტარში - გოჩოლეიშვილის აქტიური თამაში და გამარჯვება

დონეცკის „შახტარში“ გიორგი გოჩოლეიშვილის ოფიციალური დებიუტი შედგა, უკრაინის ჩემპიონატის მე-9 ტურში „მინაი“ შინ „შახტართან“ 1:4 დამარცხდა.

61-ე წუთზე, როცა უკვე ყველა გოლი გატანილი იყო, „შახტარის“ მთავარმა მწვრთნელმა იგორ იოვიჩევიჩმა თამაშში ქართველი მარჯვენა მცველი ჩართო. ამ შეხვედრაში გიორგიმ მარჯვენა გარემარბის პოზიციაზე იასპარეზა.

67-ე წუთზე გოჩოლეიშვილი მეტოქის ნახევარზე პრესინგში მონაწილეობდა, რასაც შედეგიც მოჰყვა, „შახტარმა“ ბურთი მოიპოვა, სწრაფი კონტრშეტევისას გოჩოლეიშვილმა თანაგუნდელი დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა, თუმცა ბურთი მეკარემ მოიგერია.

14 ტურში „შახტარმა“ 33 ქულა დააგროვა და ლიდერ „დნიპრო-1“-ს მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება. „შახტარი“ შემდეგ მატჩს „მეტალისტთან“ 5 მარტს გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფრანგი ჟურნალისტი: „ზურიკო სასურველ დონეზე აღარაა“
ფრანგი ჟურნალისტი: „ზურიკო სასურველ დონეზე აღარაა“