ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

ემპოლის მწვრთნელი: კვარა და ოსიმენი ნებისმიერ გუნდს შეაშინებენ

სერია A-ს 24-ე ტურში „ნაპოლი“ „ემპოლის“ სტუმრად დაუპირისპირდება. მატჩამდე პრესასთან მასპინძელთა მთავარმა მწვრთნელმა პაოლო ძანეტიმ ისაუბრა.

ძანეტიმ ოსიმენი-კვარაცხელიას დუეტი გამოყო და აღნიშნა, რომ მათი ნებისმიერს შეეშინდება.

„ოსიმენი და კვარაცხელია, ორივე მათგანი ნებისმიერი კლუბისთვის საშიშია, მაგრამ ნაპოლის თამაში განსხვავებას ქმნის. მათი მენტალიტეტი მართლაც წარმოუდგენელია. ოსიმენმა თითქმის იმდენი გოლი გაიტანა, რამდენიც მთელმა ჩემმა გუნდმა. ის ასევე ხშირად უკან ჩადის, რათა დაცვას დაეხმაროს.

ნაპოლი დღეისათვის თამაშის ნებისმიერ ასპექტში ძლიერია. სერია A-ს გარდა, მათ წარმატება ჩემპიონთა ლიგაშიც დაიმსახურეს.

ფრთხილად თამაში რთულია, მაგრამ გამარჯვებისთვის თამაში კიდევ უფრო რთულია. ხვალინდელ მატჩში მოედანზე განსხვავებას მოთამაშეთა ხარისხი განაპირობებს.

ნაპოლის ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე ჰყავს. ისინი თავიანთი ტექნიკური პროექტის თითქმის პიკში იმყოფებიან“.

შეგახსენებთ, რომ „ემპოლისა“ და „ნაპოლის“ მატჩი შაბათს, 21:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უცნობი ადამიანისთვის ნაჩუქარი სიცოცხლე | ლაიპციგის ჩრდილში მყოფი კაპიტანი
უცნობი ადამიანისთვის ნაჩუქარი სიცოცხლე | ლაიპციგის ჩრდილში მყოფი კაპიტანი