ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

კვარას შედევრი, ოსიმენის გასროლა | ნაპოლი ინტერს 18 ქულით უსწრებს

სერია A-ს 23-ე ტურში, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ სტუმრად „სასუოლოს“ დაუპირისპირდა. „პარტენოპეიმ“ იტალიის ჩემპიონატის ეგიდით ზედიზედ მე-7 გამარჯვება იზეიმა და „ნეროვერდის“ დამაჯერებლად სძლია - 2:0.

ქართველმა შემტევმა მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე 78 წუთი გაატარა. „კვარა“ „ნაპოლის“ რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო და მე-12 წუთზე, მორიგი შედევრი შემოგვთავაზა. ხვიჩამ ბრწყინვალე სოლორეიდი განახორციელა, მაგარი ბურთი შეაგდო და სერია A-ს მიმდინარე სეზონში თავისი მე-10 გოლი მიითვალა.

33-ე წუთზე, „ნაპოლის“ უპირატესობა 2-ბურთიანი გახდა. „პარტენოპეის“ რიგებში თავი ვიქტორ ოსიმენმა გამოიჩინა, რომელმაც მეტოქის კარი ბრწყინვალე სტილში აიღო. პირველი ტაიმის ბოლოს, „სასუოლომ“ ჩამორჩენა შეამცირა, მაგრამ მსაჯმა გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო გააუქმა. მეორე ტაიმში, „ნაპოლის“ განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებია და ალექს მერეტის კარს ვერც მასპინძლები დაემუქრნენ, რამაც ლოგიკურ შედეგთან მიგვიყვანა.

ამრიგად, სერია A-ს მიმდინარე სეზონში, „ნაპოლიმ“ მეოცე შეხვედრა მოიგო. „პარტენოპეის“ 62 ქულა აქვს და უშუალო მდევარს, „ინტერს“ 18 ქულით უსწრებს. ლუჩანო სპალეტის გუნდს მომდევნო მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე, „აინტრახტთან“ ელის, სერია A-ში კი მისი მომდევნო გაჩერება „ემპოლია“. გეტყვით იმასაც, რომ „ნაპოლი“ ტოპ 5 ლიგაში პირველი გუნდია, რომლის მაისურითაც 10 გოლი ორ ფეხბურთელს აქვს გატანილი - ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფაბრიციო რომანო: „ნეაპოლში გიჟური ატმოსფეროა, კლუბს მხოლოდ ერთი მიზანი აქვს“
ფაბრიციო რომანო: „ნეაპოლში გიჟური ატმოსფეროა, კლუბს მხოლოდ ერთი მიზანი აქვს“