ფეხბურთელებს ჩხუბის უფლება მიეცით | უიგანის გარემარბს ახალი წესის დანერგვა სურს
Aa
Aa

ფეხბურთელებს ჩხუბის უფლება მიეცით | უიგანის გარემარბს ახალი წესის დანერგვა სურს

„უიგანის“ გარემარბს, ჯეიმს მაკლინს უცნაური იდეა აქვს, რომელიც მისი აზრით, ფეხბურთს განვითარებაში დაეხმარება. ირლანდიელი მოთამაშე მიიჩნევს, რომ ფეხბურთმა ყინულის ჰოკეის უნდა მიბაძოს და მსაჯებმა ფეხბურთელებს ჩხუბის უფლება მისცენ.

„უბრალოდ დაკვირვება, მაგრამ... ფეხბურთში ყინულის ჰოკეის მსგავსი წესი რომ შემოიღონ და მოედანზე მყოფ მოთამაშეებს 10-15 წამი მისცენ, რათა იჩხუბონ, შემდეგ კი სინ ბინით გააგდონ, გარანტიას გაძლევთ, რომ ბევრად ნაკლები კონფლიქტი და დაპირისპირება იქნება“.

სხვათა შორის, მაკლინი სკანდალური ქმედებებითა და განცხადებებით ყოველთვის გამოირჩეოდა. სექტემბერში, როცა გაერთიანებული სამეფოს დედოფლის, ელისაბედ მეორის ხსოვნის პატივსაცემად, მატჩები წუთიერი დუმილით იწყებოდა, იგი ცერემონიაში მონაწილეობას არ იღებდა და თანაგუნდელებისგან მოშორებით იდგა.

საინტერესოა, რომ მაკლინის განცხადების შემდეგ, ბრიტანელმა გულშემატკივრებმა კაზემიროს წითელი ბარათი გაიხსენეს, როცა მან „კრისტალ პალასის“ ფეხბურთელს, ვილ ჰიუზს ყელში წაუჭირა და განაცხადეს, რომ მათი 10-15-წამიანი ჩხუბის ხილვა ცუდი იდეა ნამდვილად არ იქნებოდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საჭირო თანხა შეგროვდა - ხვიჩას მორიგი ქველმოქმედება
საჭირო თანხა შეგროვდა - ხვიჩას მორიგი ქველმოქმედება