ხვიჩა კვარაცხელია, ფაბრიციო რომანო, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

ფაბრიციო რომანო: „ნეაპოლში გიჟური ატმოსფეროა, კლუბს მხოლოდ ერთი მიზანი აქვს“

იტალიელმა ჟურნალისტმა და სატრანსფერო ექსპერტმა, ფაბრიციო რომანომ ხვიჩა კვარაცხელიაზე, ვიქტორ ოსიმენზე და „ნაპოლის“ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. რომანო ნეაპოლშია დაბადებული და იქაურ ხალხსა და გარემოს კარგად იცნობს. ფაბრიციო ადასტურებს, რომ „პარტენოპეის“ ლიდერებისადმი დიდი ინტერესია, მაგრამ დასძენს, რომ „ნაპოლი“ მხოლოდ ერთ რამეზეა ორიენტირებული - „სკუდეტოს“ მოგებაზე.

„რეალობა ისაა, რომ ნაპოლიში მიმდინარე მოვლენების სიტყვებით აღწერა შეუძლებელია, რადგან პარტენოპეი მოლაპარაკებასაც არავისთან აწარმოებს. მათ რომელიმე კლუბთან ან აგენტთან საუბარი არ უნდათ. ნეაპოლელებს სურთ, რომ გუნდი იზოლირებული იყოს და მხოლოდ ტიტულზე ფიქრობენ, რომელიც 30 წელია არ მოუგიათ. ეს მათთვის განსაკუთრებული შანსია. ვნახოთ, სეზონის ბოლოს რა მოხდება. ამ ფეხბურთელებისადმი უდიდესი ინტერესია, მაგრამ არავინ იცის, ნაპოლი მათ სანაცვლოდ რამდენს მოითხოვს.

ნეაპოლელთა წარმატება უმეტეს წილად კრისტიანო ჯუნტოლის დამსახურებაა. დე ლაურენტისმა და ჯუნტოლიმ გადაწყვიტეს, ლეგენდარული ფეხბურთელები გაეყიდათ და ისინი ნაკლებად ცნობილი მოთამაშეებით ჩაენაცვლებინათ. ეს სერიოზული რისკი იყო, რომელმაც გაამართლა და კლუბმა იაფად მაღალი დონის ფეხბურთელები შეიძინა. ნაპოლის ახალწვეულების ღირებულება მინიმუმ 3-ჯერ გაიზრდება.

ქალაქში გიჟური ატმოსფეროა. ნეაპოლში ახლახან ვიყავი და გულშემატკივრები ამ გუნდზე გიჟდებიან. ისინი ძალიან, ძალიან დიდი ზეიმისთვის ემზადებიან. ამას საჯაროდ არასდროს იტყვიან, რადგან ეს ნეაპოლური სტილი არაა, მაგრამ რაღაც ისტორიულისთვის ემზადებიან. თქვენც მოემზადეთ, რადგან ნეაპოლიდან იხილავთ კადრებს, რომლებიც ამ კლუბის ისტორიაში დიდი ხანია არ გვინახავს“.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ მორიგ შეხვედრას დღეს გამართავს და რამდენიმე საათში „სასუოლოს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შოთა არველაძე: „გაკვირვებული დავრჩი იმ ფაქტით, რომ საქართველოს დროშა ვერ ვნახე“
შოთა არველაძე: „გაკვირვებული დავრჩი იმ ფაქტით, რომ საქართველოს დროშა ვერ ვნახე“