ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

საჭირო თანხა შეგროვდა - ხვიჩას მორიგი ქველმოქმედება

მსოფლიოში ყველაზე დიდი დიპლომატთა ასოციაცია სინგაპურში გაეროს მოდელირებას ატარებს, სადაც მენტორი ბილ კლინტონია. აღნიშნულ ღონისძიებაზე ერთ-ერთ დელეგატად ქართველი თიკო ლაგვილავა აირჩიეს. მას თანხის ნახევარი დაუფინანსდა, რის შემდეგაც საჭირო კიდევ 800 ლარი იყო. ხვიჩა კვარაცხელიამ მორიგი კეთილი საქმე გააკეთა და თიკო ლაგვილავას აღნიშნული თანხა ჩაურიცხა. ინფორმაცია Facebook-ში სალომე ფაცაციამ გაავრცელა.

„კეთილი ბიჭი რომ არის, ეს ყველამ ვიცით, მანძილის მიუხედავად მუდამ ჩვენს გვერდითაა და ეს ძალიან კარგად ვიცით. ძალიან, ძალიან მაგარი ფეხბურთელია, ესეც ყველამ ვიცით. თიკო ლაგვილავას სინგაპურის კონფერენციაზე წასასვლელი დარჩენილი 800 ლარი ხვიჩა კვარაცხელიამ დააფინანსა!“.


მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ორლანდო: „ნაპოლი კვარაცხელიას ტრანსფერზე უარს ამბობს, ეს სწორია“
ორლანდო: „ნაპოლი კვარაცხელიას ტრანსფერზე უარს ამბობს, ეს სწორია“