გიორგი მამარდაშვილი, რუბენ ბარახა
Aa
Aa

მამარდას ახალი მწვრთნელი ჰყავს - ცნობილია, ვინ გაწვრთნის ვალენსიას

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიას“ ახალი მწვრთნელი ჰყავს. კლუბის მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, გუნდს 47 წლის ესპანელი სპეციალისტი, რუბენ ბარახა გაწვრთნის.

შეგახსენებთ, რომ ბოლოს „ღამურებს“ ჯენარო გატუზო წვრთნიდა, რომელიც თანამდებობიდან რამდენიმე კვირის წინ გაათავისუფლეს, მის მაგივრად კი დროებით მწვრთნელად ვორო გონსალესი დაინიშნა.

რუბენ ბარახა სხვადასხვა წლების განმავლობაში „ტენერიფეს“, ხიხონის „სპორტინგს“, „რაიო ვალეკანოს“, „ელჩესა“ და „სარაგოსას“ წვრთნიდა. უფრო ადრე ის „ვალენსიას“ ასაკობრივ გუნდებშიც მუშაობდა.

ასევე ცნობილია, რომ 47 წლის სპეციალისტის ასისტენტი „ვალენსიას“ ლეგენდა, კარლოს მარჩენა იქნება.

შეგახსენებთ, რომ 21 ტურის შემდეგ, „ვალენსიას“ ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 20 ქულა აქვს და გასავარდნ ზონაში, კერძოდ კი მე-18 ადგილზე იმყოფება. „ღამურები“ მომედვნო შეხვედრას 21 თებერვალს, სტუმრად „ხეტაფეს“ წინააღმდეგ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები