კრიშტიანუ რონალდუ, ერიკ აბიდალი
Aa
Aa

აბიდალი: მესი და რონალდუ საუკეთესოები არიან, მათ მუნდიალის მოგება აკლდათ - ლეომ ეს შეძლო

ერიკ აბიდალმა ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა.

- როგორ ფიქრობთ, მესი ამჟამად ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია თუ, მარადონას და პელეს დონეზე მისი დაყენება მაინც არ შეიძლება?

„თუ ვსაუბრობთ ბოლო თხუთმეტი წლის საუკეთესო ფეხბურთელებზე, მაშინ ეს მხოლოდ ორი მოთამაშეა - მესი და რონალდუ. მათ დაამტკიცეს, რომ საუკეთესოთა შორის საუკეთესოები არიან. მაგრამ ორივეს აკლდა ნანატრი მსოფლიო ჩემპიონატი.

ყველამ ვნახეთ, როგორი იყო ფინალი. საფრანგეთი თავიდან არგენტინაზე სუსტი ჩანდა და რთულ სიტუაციაში მოხვდა. მაგრამ არ შეიძლება მბაპეს თამაში არ აღვნიშნოთ. ახალგაზრდა ბიჭი იღებს და 25 წუთში რაღაც რაღაც წარმოუდგენელს აჩვენებს. ეს იყო უძლიერესი გუნდების საოცარი თამაში!

საბოლოოდ, მესი იგებს მსოფლიო ჩემპიონატს, თასს, რომლისკენაც ამდენი ხანი ისწრაფოდა. ეს მის კარიერაში და მთლიანად არგენტინისთვის უდიდესი მოვლენაა“,

- განაცხადა „ბარსელონასა“ და საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ოსიმენი ამას გააკეთებს“ - გუნდელები დღეს კვარას საჩუქარს უმზადებენ
„ოსიმენი ამას გააკეთებს“ - გუნდელები დღეს კვარას საჩუქარს უმზადებენ