ბათუმის დინამო, ივან ლიტვინენკო
Aa
Aa

სამწლიანი კონტრაქტი - ბათუმის დინამოში უკრაინელი საყრდენი ითამაშებს

ბათუმის „დინამოში“ 21 წლის უკრაინელი საყრდენი ნახევარმცველი ივან ლიტვინენკო ითამაშებს. მხარეებს შორის სამწლიანი კონტრაქტი გაფორმდა. ინფორმაცია კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ვიცე-ჩემპიონმა დაადასტურა.

ლიტვინენკოს, რომელიც ცაციაა, უკრაინის 17, 18  და 21 წლამდე ნაკრებებში უთამაშია. 2019 წელს უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების რიგებში ესპანეთის შესაბამისი ასაკის ნაკრებს პენალტის ნიშნულიდან გაუტანა.

ლიტვინენკოს გოლი ესპანეთის 19-წლამდე ნაკრებთან

რაც შეეხება საკლუბო კარიერას, მისი პირველი პროფესიული კლუბი „დნიპრო-1“ იყო (2018-19). აღნიშნულ სეზონში უკრაინის რანგით მეორე ლიგის გამარჯვებული გახდა.

2020 წელს კარიერა უკრაინის უმაღლესი ლიგის კლუბ ვინიკის „რუხში“ გააგრძელა, თუმცა მხოლოდ სამი შეხვედრა ჩაატარა. ერთი სეზონის შემდეგ უკრაინის რანგით მეორე ლიგის კლუბ „ვპკ-აკროში“ გადავიდა, სადაც 19 შეხვედრაში 1 გოლი შეაგდო.

2022-23 წლების სეზონის პირველ ნახევარში „ჩერნომორეცის“ ფეხბურთელი იყო, მხოლოდ ერთ ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა.

შეგახსენებთ, ზამთრის პაუზისას ბათუმის „დინამომ“ შემდეგი მოთამაშეები დაიმატა: 28 წლის მარცხენა გარემარბი ალექსანდერ იაკობსენი, 23 წლის სერბი საყრდენი ვლადან ვიდაკოვიჩი, 27 წლის ბელარუსი მეკარე ანტონ ჩიჩკანი, 18 წლის ტალანტი მუხრან ბაგრატიონი, 30 წლის გამოცდილი ფორვარდი თორნიკე კაპანაძე, 26 წლის მარჯვენა გარემარბი ლუკა ზარანდია, 19 წლის გიორგი კვერნაძე, 29 წლის სენეგალელი ფორვარდი მუსა კონატე და 21 წლის უკრაინელი საყრდენი ივან ლიტვინენკო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იაშვილისა და გურულის რეკორდის მოხსნის შანსი - ხვიჩა VS კრემონეზე
იაშვილისა და გურულის რეკორდის მოხსნის შანსი - ხვიჩა VS კრემონეზე