ტრაგედია ბელგიაში: 25 წლის მეკარემ პენალტი მოიგერია და უგონოდ დაეცა
Aa
Aa

ტრაგედია ბელგიაში: 25 წლის მეკარემ პენალტი მოიგერია და უგონოდ დაეცა

ბელგიაში Winkel-Sport-ის 25 წლის მეკარე არნე ესპილი „ვესტროსბეეკთან“ მატჩში მოედანზე გარდაიცვალა.

ესპილმა პენალტი მოიგერია, მაგრამ მაშინვე მოედანზე დაეცა და გონება დაკარგა, რის შემდეგაც მატჩი შეწყდა. მეკარეს პირველადი დახმარება იქვე აღმოუჩინეს, მათ შორის დეფიბრილატორის გამოყენებით. საავადმყოფოსკენ მიმავალ გზაზე კი ის გარდაიცვალა.

ჰოსპიტალში მალევე მისვლისთანავე მის გადარჩენას ექიმები ნახევარი საათის განმავლობაში ცდილობდნენ, თუმცა უშედეგოდ.

„ეს ჩვენთვის ტრაგედია და შოკია. არნე მთელი ცხოვრება კლუბში იყო და ის ძალიან უყვარდათ. შესანიშნავი ბიჭი იყო, ყოველთვის მეგობრული და ნებისმიერის დასახმარებლად მზად იყო. ეს მართლაც მძიმე დარტყმაა. უპირველეს ყოვლისა, მისი ოჯახისთვის, ისევე როგორც ყველა ჩვენგანისთვის“,

- ციტირებს Winkel Sport-ის სპორტული დირექტორის სიტყვებს Het Nieuwsblad-ი.

ჯერჯერობით 25 წლის მეკარის გარდაცვალების შესახებ ოფიციალური დასკვნა არ გამოქვეყნებულა. ეს სავარაუდოდ უახლოეს 48 საათში მოხდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ხვიჩა ერთი სიტყვით? ფენომენი“ - ბურდული კვარაზე, ქინქისა და კალაძეზე
„ხვიჩა ერთი სიტყვით? ფენომენი“ - ბურდული კვარაზე, ქინქისა და კალაძეზე