კრისტოფ გალტიე
Aa
Aa

გალტიე ბაიერნთან მატჩამდე: შეშფოთებული ვარ, შესამჩნევად დავსუსტდით

პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა კრისტოფ გალტიემ „ბაიერნთან“ მატჩის წინ შეშფოთება გამოთქვა.

პარიზელთა მთავარ მწვრთნელს გუნდის ამჟამინდელი სათამაშო ფორმა აღელვებს და თვლის, რომ ამ დონის მატჩისთვის სათანადო კონდიციებში არ არიან.

„მონაკოსთან მატჩში ჩვენს ქმედებებს ინტენსივობა აკლდა. ეს არის გუნდის ამჟამინდელი მდგომარეობა. უცნაურია, მაგრამ ასეა. უცნაურია ამის თქმა, პსჟ-ს მთავარ მწვრთნელად მუშაობისას, მაგრამ ახლა რეალობა ასეთია.

სამშაბათის მატჩის წინ შეშფოთებული ვარ. ვნახოთ, შეუძლია თუ არა რომელიმე იმ მოთამაშეს მოედანზე გასვლა, ვინც დღეს სასტარტო შემადგენლობაში ვერ მოხვდა.

შესამჩნევად დასუსტებული გუნდი გვყავს და ამ ფაქტით შეშფოთებულები ვართ. მაგრამ ასეთ პერიოდში საღი გონება არ უნდა დავკარგოთ. მე გულშემატკივრების გაბრაზებისა და მათი რეაქციის მესმის“.

- ამბობს გალტიე.

შეგახსენებთ, რომ პარიზელებს „ბაიერნთან“ მატჩის წინ კილიან მბაპე აკლიათ. ტრავმირებულია ლეო მესიც, თუმცა არგენტინელი სამშაბათისთვის მწყობრში იქნება. რაც შეეხებათ მიუნხენელებს, მათ სადიო მანე და მანუელ ნოიერი არ ეყოლებათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კალაძე, გულიტი, ლეაო  -  მილანმა ქართველის ლამაზი გოლი გაიხსენა
კალაძე, გულიტი, ლეაო - მილანმა ქართველის ლამაზი გოლი გაიხსენა