იურგენ კლოპი
Aa
Aa

ლივერპული კლოპის გაშვებას არ აპირებს - მას სრული მხარდაჭერა აქვს

„ლივერპული“ იურგენ კლოპის გაშვებას არ აპირებს. „წითლებს“ რთული პერიოდი უდგათ და პრემიერ ლიგაში მე-10 ადგილამდე დაქვეითდნენ, თუმცა ფაბრიციო რომანოს ცნობით, „ენფილდის“ ბინადრები საკადრო ცვლილებების განხორციელებას არ გეგმავენ.

მერსისაიდელები გერმანელ თავკაცს სრულ მხარდაჭერას უცხადებენ და ამ წუთისთვის, სხვა სპეციალისტთან მოლაპარაკებებს არ აწარმოებენ. „ლივერში“ სურთ, კლოპმა მუშაობა გააგრძელოს და ამისთვის უკან არაფერზე დაიხევენ. „წითლები“ ხვდებიან, რომ შემადგენლობის გაძლიერებაა საჭირო და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის ემზადებიან.

ფაბრიციო რომანოს ცნობით, „ლივერპულის“ პრიორიტეტი ჯუდ ბელინგემისა და მატეუშ ნუნიეშის გადაბირებაა. ზაფხულამდე კი, კლოპი თავდაუზოგავად იმუშავებს, რათა კლუბში არსებული ვითარება შეცვალოს და „ლივერპული“ უმაღლეს დონეზე დააბრუნოს.

შეგახსენებთ, რომ „მერსისაიდელებს“ 29 ქულა აქვთ და მეოთხეადგილოსან „ნიუკასლს“ 11 ქულით ჩამორჩებიან. „წითლებმა“ ბოლო მატჩი „ვულვზის“ წინააღმდეგ გამართეს და „მგლებთან“, რომლებსაც საშინელი სეზონი აქვთ, 0:3 დამარცხდნენ.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    უკრაინელი კალათბურთელი თამაშობდა - ტრიბუნებზე სკანდირებდნენ: „რუსეთი, რუსეთი“
    უკრაინელი კალათბურთელი თამაშობდა - ტრიბუნებზე სკანდირებდნენ: „რუსეთი, რუსეთი“