ხვიჩა კვარაცხელია, იური სიომინი, ანდრეი კანჩელსკისი, რუსლან ნიგმატულინი
Aa
Aa

კანჩელსკისი: „ხვიჩათი ბედნიერი ვარ, მაგრამ არშავინმაც კარგად დაიწყო“

„მან. იუნაიტედისა“ (1991-95) და „რეინჯერსის“ (1998-2002) ყოფილმა ფეხბურთელმა ანდრეი კანჩელსკისმა Championat.com-თან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. კანჩელსკისი ხვიჩას წარმატებით ბედნიერია, თუმცა ანდრეი არშავინის მაგალითი მოჰყავს, როცა პრემიერ ლიგაში წარმატებული სადებიუტო სეზონის შემდეგ რეგრესი დაეწყო.

ანდრეი კანჩელკისი: „ხვიჩათი ბედნიერი ვარ. შესანიშნავია, რომ მისი საუკეთესო თვისებები იტალიაში ასე კარგად დაამტკიცა, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი სეზონია. არშავინმა პრემიერ ლიგაში პირველი სეზონი ბრწყინვალედ ჩაატარა, მაგრამ შემდეგ ჩავარდნა დაეწყო. ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის სტაბილურობა. ვიცი რომ, რამდენიმე ინგლისურ კლუბს მის მიმართ სერიოზული ინტერესი აქვს. მოდი, ვნახოთ მეორე სეზონი. მეორე სეზონი ხვიჩასთვის საჩვენებელი იქნება“

ხვიჩას შესახებ რუსეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა რუსლან ნიგმატულინმაც ისაუბრა: „მე არც გამკვირვებია ხვიჩას წარმატება „ნაპოლიში“. ავხსნი რატომაც: რამდენიმე წლის წინ, როცა კვარაცხელია „ლოკომოტივში“ გადავიდა, იური სიომინს შევხვდი და ვკითხე: „ხვიჩა საკმარისად კარგია იმისთვის, რომ 18-კაციან განაცხადში იყოს?“ სიომინმა მითხრა: „ხვიჩა მარატ იზმაილოვზეც კი უფრო ძლიერია“.

მარატი სიომინის ფავორიტი მოთამაშე იყო. სიომინის მხრიდან ამგვარი შეფასება ბევრს ამბობს. კვარაცხელია ნამდვილად შესანიშნავი ფეხბურთელი გახდა“.

ხვიჩა კვარაცხელიამ სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 17 მატჩში 8 გოლი შეაგდო და 9 საგოლე პასი შეასრულა. გარდა ამისა, ჩემპიონთა ლიგის ხუთ შეხვედრაში 2 გოლითა და 3 საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი. ასე რომ, მიმდინარე სეზონში ორივე ტურნირის გათვალისწინებით მის აქტივში 10 გოლია. საგოლე პასების რაოდენობით სერია ა-ში ხვიჩა საუკეთესოა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ამბროზინი: „ნაპოლი იმდენად ძლიერია, 100-ქულიან იუვენტუსს მაგონებს“
ამბროზინი: „ნაპოლი იმდენად ძლიერია, 100-ქულიან იუვენტუსს მაგონებს“