ლევან კობიაშვილი
Aa
Aa

33-ე ყრილობა: კობიაშვილი მესამედ აირჩიეს, ზუგდიდის დინამო სფფ-დან გარიცხეს

სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ ფეხბურთის ფედერაციის 33-ე საარჩევნო ყრილობა  გაიმართა, სადაც ლევან კობიაშვილი პრეზიდენტად მესამედ აირჩიეს.

31 დელეგატიდან ყრილობაზე 28 იმყოფებოდა.

ყრილობაზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ზუგდიდის „დინამო“ თემა იყო, რომელიც წესების დარღვევისა და გარიგებული თამაშებისთვის სფფ-დან გარიცხეს.

საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატად მხოლოდ ლევან კობიაშვილი იყო დარეგისტრირებული. ჯამში კი 28 დელეგატიდან ყველა მათგანმა მას მისცა ხმა.

კობიაშვილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტს 2015 წლიდან იკავებს. ის დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველი პრეზიდენტია, რომელიც პოსტზე 3-ჯერ იქნა არჩეული. იქამდე 2-2 ვადით ნოდარ ახალკაცი (1990-1994), მერაბ ჟორდანია (1999-2002) და ნოდარ ახალკაცი უმცროსი (2005-2009) იყვნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჟირონდელთა საუკეთესო მოთამაშე - დავითაშვილის აღიარება საფრანგეთში
ჟირონდელთა საუკეთესო მოთამაშე - დავითაშვილის აღიარება საფრანგეთში