იუვეს შესაძლოა კიდევ 20 ქულა ჩამოაკლონ - სერია B-ში გავარდნის საფრთხე
Aa
Aa

იუვეს შესაძლოა კიდევ 20 ქულა ჩამოაკლონ - სერია B-ში გავარდნის საფრთხე

ტურინის „იუვენტუსი“ ფინანსური დარღვევების გამო 15 ქულის ჩამოკლებით დაისაჯა და გუნდი პრაქტიკულად ჩემპიონთა ლიგის მიღმაა დარჩენილი, თუმცა „ბებერი ქალბატონისთვის“ შესაძლოა მოვლენები გაცილებით უარესად განვითარდეს.

Corriere dello Sport-ის ცნობით, ფედერალური პროკურორი ჯუზეპე სინე მზადაა წამოაყენოს ახალი გიჟური ბრალდება „იუვენტუსის“ წინააღმდეგ, რომელიც ფინანსურ დარღვევებს უკავშირდება.

წყაროს ცნობით, თუ ახალი ბრალდება დაკმაყოფილდება, შესაძლოა „იუვენტუსს“ კიდევ 20 ქულა ჩამოაკლონ და გუნდი გასავარდნ ზონაში აღმოჩნდება. ტურინელებს შესაძლოა სერია B-ში დაქვეითება მეორედ მოუხდეთ.

წყაროს თანახმად, ამ საქმეზე უფრო მეტი დეტალი მარტში გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ „ბიანკონერის“ ბრალად კაპიტალური შემოსავლების გაყალბება ედება. ჯუზეპე ჩინემ სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც გამოძიებამ ახალი დეტალები გამოააშკარავა. საქმე ეხება კლუბის ფინანსურ ქმედებებსა და კორონავირუსის პანდემიისას ფეხბურთელებთან დადებულ საიდუმლო შეთანხმებებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მოულოდნელი გადაწყვეტილება - მეისონ გრინვუდს ყველა ბრალდება მოუხსნეს
მოულოდნელი გადაწყვეტილება - მეისონ გრინვუდს ყველა ბრალდება მოუხსნეს