მეცი, გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

„ვალანსიენთან დამაჯერებლობა აკლდა“ - ფრანგული მედია მიქაუტაძეზე

საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-20 ტურში „ვალანსიენისა“ და „მეცის“ შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. სტუმართა სასტარტოში გიორგი მიქაუტაძემ ითამაშა, რომელსაც გოლის გატანის კარგი შანსი ჰქონდა, თუმცა „ვალანსიენის“ მეკარემ რთული დარტყმა მოიგერია.

Socios fc metz-ი მიქაუტაძის თამაშზე წერს: „ის ბოლო თამაშებში უფრო დამაჯერებელი იყო, „ვალანსიენთან“ დამაჯერებლობა აკლდა. ქართველს ანგარიშის გახსნა და მიმდინარე სეზონში მე-10 გოლის გატანა შეეძლო, მაგრამ სტეფან ბაჟიკმა ბრწყინვალე ნახტომით ბურთი მოიგერია. მიქაუტაძე ლინინ ჯოზეფმა შეცვალა, რომელმაც „მეცი“ მარცხისგან იხსნა, მეორე ტაიმის მეორე დამატებულ წუთზე ანგარიში გაათანაბრა“.

20 ტურის შემდეგ ზურიკო დავითაშვილის „ბორდო“ 36 ქულით მე-2 ადგილზეა, „მეცი“ 32 ქულით მე-4 პოზიციას იკავებს.

მიმდინარე სეზონში გიორგი მიქაუტაძემ ლიგა 2-ის 19 მატჩში 9 გოლი შეაგდო და 4 საგოლე პასი შეასრულა. ქართველი ფორვარდი ბომბარდირთა დავაში მხოლოდ „ბორდოს“ ფორვარდ ჯოშ მაჯას ჩამორჩება, რომელმაც 11 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შეთანხმება შედგა: ზივზივაძე კარიერას გერმანიაში გააგრძელებს
შეთანხმება შედგა: ზივზივაძე კარიერას გერმანიაში გააგრძელებს