კარლო ანჩელოტი
Aa
Aa

ანჩელოტი: ჩემთვის გაუგებარია როგორ თამაშობს რეალი ასეთ განსხვავებულ ტაიმებს

ესპანეთის სამეფო თასის 1/4-ფინალში „ატლეტიკოსთან“ რთული მატჩის (3:1) შემდეგ, კარლო ანჩელოტიმ პრესასთან ისაუბრა.

„ყველა მოთამაშის თავდადება, მათ შორის ცვლილებაზე გამოსულების, გუნდს ბევრ რამეს აძლევს. ძალიან კარგია ფეხბურთელების ყოლა, რომლებსაც მატჩში გადამწყვეტი ცვლილებების შეტანა შეუძლიათ. დღეს ისევ ძალიან რთული მატჩი იყო. ატლეტიკო პირველ ტაიმში უკეთესი იყო, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მეორე ტაიმი ჩვენთვის ძალიან კარგი იყო. დამატებით დროში სწორ გზაზე ვიყავით.

ვილიარეალის წინააღმდეგ პირველ ტაიმში ძალიან გაბრაზებული ვიყავი, მაგრამ არა დღეს. ყოველთვის მჯერა, რომ მადრიდის რეალს აქვს რესურსი, რომ თამაში გააუმჯობესოს. მეორე ტაიმი უფრო მენტალიტეტს ეხება, ვიდრე ტაქტიკურ ცვლილებებს. მეტი ენერგია იყო და შეცვლებმა გუნდს უნარი შესძინა.

მაგრამ ჩემთვის ძალიან რთულია იმის გაგება, თუ როგორ შეუძლია მადრიდის რეალს ასე ცუდად თამაში პირველ ტაიმში და ასე კარგად მეორეში",

- განაცხადა ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალში „რეალთა“ ერთად „ბარსელონა“, „ბილბაო“ და „ოსასუნა“ იმყოფებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სეზონის ერთ-ერთი ურთულესი დუელი“ - ზალევსკი ხვიჩას წინააღმდეგ
„სეზონის ერთ-ერთი ურთულესი დუელი“ - ზალევსკი ხვიჩას წინააღმდეგ