სტივენ ჯერარდი, მიხაილო მუდრიკი
Aa
Aa

„ჩელსის ფანი რომ ვიყო, მუდრიკით ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი“ - ჯერარდი

ინგლისის პრემიერ ლიგის მე-18 ტურის ცენტრალურ მატჩში „ლივერპულმა“ საკუთარ მოედანზე ლონდონის „ჩელსის“ უმასპინძლა და ფრედ, 0:0 ითამაშა.

აღნიშნულ შეხვედრაში ლონდონელთა ახალწვეულის, მიხაილო მუდრიკის დებიუტი შედგა. უკრაინელი ფეხბურთელი მოედანზე მეორე ნახევარში გამოჩნდა და საკმაოდ აქტიურიც იყო.

მატჩის დასრულების შემდეგ, მუდრიკი „ლივერპულის“ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, სტივენ ჯერარდმა შეაქო.

ჩელსის ფანი რომ ვიყო, მუდრიკით ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი, რადგან მან საკმაოდ ძლიერი თამაში აჩვენა. იმის მიუხედავად, რომ სასტარტო შემადგენლობაში ჯერ არ მოხვედრილა, მგონია, რომ მას წინ ძალიან ბევრი საინტერესო რამ ელის.

ის ძალიან კარგია. რიგ ეპიზოდებში შესანიშნავად ითამაშა. მან ცოტათი არიენ რობენიც კი გამახსენა: ბურთთან პირველი  შეხება, დარტყმა, სისწრაფე, ბურთის დაჭერა. მოკლედ, „ჩელსის“ ფანი რომ ვიყო, მისით ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი.

შეგახსენებთ, რომ ლონდონის „ჩელსიმ“ მიხაილო მუდრიკი დონეცკის „შახტარიდან“ 100 მილიონ ევროდ შეიძინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“მზად ვარ დორტმუნდში გავფრინდე“ - ჯერარდი ბელინგემის ტრანსფერზე
“მზად ვარ დორტმუნდში გავფრინდე“ - ჯერარდი ბელინგემის ტრანსფერზე