გიორგი ქვილითაია, აპოელი, არისი
Aa
Aa

გაიბრწყინა - ქვილითაიას დუბლი და მაგარი მატჩი კვიპროსის თასზე

კვიპროსის თასის მერვედფინალში „აპოელმა“ „არისს“ უმასპინძლა და დამაჯერებლად 4:2 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ გამარჯვებაში უდიდესი წვლილი ამ გამარჯვებაში გიორგი ქვილითამა შეიტანა, რომელმაც დუბლი შეასრულა.

მატჩის საწყის წუთებზე ანგარიში სტუმრებმა გახსნეს, მაგრამ ჩამორჩენა სულ ცოტა ხანი გაგრძელდა. 27-ე წუთზე ქართველმა ფეხბურთელმა წონასწორობა აღადგინა. ზუსტად 10 წუთში საქმეში ისევ ქვილითაია ჩაერთო, დუბლი შეასრულა და „აპოელი“ წინ გაიყვანა.

საბოლოო ჯამში პირველი ტაიმი 3:1 დასრულდა. მეორე ნახევარში „არისმა“ ვერაფერი შემოგვთავაზა და მასპინძლებმა კიდევ ერთი გოლი გაიტანეს. საბოლოო ჯამში 4:2, სტუმრებმა შეხვედრის მიწურულს ერთი ბურთის გაქვითვა შეძლეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ეჭვები არ გამართლდა - ხვიჩა სალერნიტანასთან ითამაშებს
ეჭვები არ გამართლდა - ხვიჩა სალერნიტანასთან ითამაშებს