მემფის დეპაი, იანიკ კარასკო
Aa
Aa

დეპაი ატლეტიკოს პირად კონტრაქტზე შეუთანხმდა - გაცვლა რეალური ხდება

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, მემფის დეპაი მადრიდის „ატლეტიკოს“ პირად კონტრაქტზე შეუთანხმდა. ამ ეტაპზე მოლაპარაკება კლუბებს შორის მიმდინარეობს.

მოლაპარაკების ადრეულ ეტაპზე „ბარსელონამ“ მადრიდულ მხარეს მემფის დეპაისა და იანიკ კარასკოს გაცვლა შესთავაზა, თუმცა „ატლეტიკოსგან“ უარი მიიღო, თუმცა Diario Sport-ის ინფორმაციით, კარასკომ კლუბს მიმართა, რომ „ბარსელონაში“ წასვლაში ხელი არ შეუშალონ. ამ ეტაპზე მოლაპარაკება კლუბებს შორის მიმდინარეობს. საქმეში ჩართულია პინი ზაჰავი, რომელიც რობერტ ლევანდოვსკის აგენტია და ამავდროულად კარასკოსთან თანამშრომლობს.

28 წლის დეპაის „ბარსასთან“ კონტრაქტი სეზონის ბოლომდე აკავშირებს. ამ სეზონში სასურველი ფორმისგან შორსაა, მას თამაში არ უწევს და მთავარი მწვრთნელი სასტარტოში არ მოიაზრებს. ასე რომ, კარასკოს მსგავსად დეპაისაც სურს კლუბის გამოცვლა.

29 წლის კარასკომ მიმდინარე სეზონში ლა ლიგის 15 შეხვედრაში 1 გოლი შეაგდო, დეპაიმ კი ლა ლიგის მხოლოდ ორ მატჩში მიიღო მონაწილეობა, მის აქტივშიც 1 გოლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ახალი მეკარე ბაიერნის რადარზე - რეკორდმაისტერმა ემპოლის წინადადებით მიმართა
ახალი მეკარე ბაიერნის რადარზე - რეკორდმაისტერმა ემპოლის წინადადებით მიმართა