ინტერი, მანჩესტერ იუნაიტედი
Aa
Aa

„წაიყვანეთ“ - ინტერს დუმფრისის გაყიდვა უნდა

„ინტერს“, რომ ფინანსური პრობლემები აქვს ეს ახალი არავისთვის არის. იტალიური მედიის ინფორმაციით, „ნერაძური“ ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელის გაყიდვას გეგმავს.

საქმე დენზელ დუმფრისს ეხება. ნიდერლანდელი უკანახაზელით „ჩელსი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ ინტერესდებიან. „ინტერი“ კი მოლაპარაკებას ორივე კლუბთან აწარმოებს.

შეგახსენებთ, რომ სეზონის დასრულების შემდეგ, მილან შკრინიარს კონტრაქტი უმთავრდება და ის გახანგრძლივებას არ აპირებს. აქედან გამომდინარე, „ნერაძურის“ ბოსებს გადაწყვეტილი აქვთ, რომ დენზელის ტრანსფერში სოლიდური თანხა მიიღონ.

Football Italia-ს ცნობით, უფრო დიდ ინტერესს „მანჩესტერ იუნაიტედი“ იჩენს, თუმცა ოფიციალური შეთავაზება იტალიელებს ჯერ არ მიუღიათ. წყაროს ცნობით, „ინტერს“ იმედი აქვს, რომ 31 იანვრამდე ყველაფერი მოგვარდება.

ცნობისთვის, ნიდერლანდელი მარჯვენა მცველი „ინტერს“ 2021 წლის აგვისტოში შეუერთდა. დღემდე დუმფრისმა „შავლურჯების“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 68-ჯერ მოირგო, 7 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები