ლივერპული, იურგენ კლოპი, ბრაიტონი
Aa
Aa

“ამაზე ცუდი თამაში არ მახსენდება“ - კლოპი ბრაიტონთან წაგების შემდეგ

პრემიერ ლიგის მორიგ ტურში „ლივერპული“ სტუმრად „ბრაიტონთან“ 0:3 დამარცხდა და სატურნირო მდგომარეობა გაიუარესა. მატჩის დასრულების შემდეგ, მერსისაიდელთა თავკაცმა იურგენ კლოპმა კომენტარი გააკეთა.

კლოპი:

„“ლივერპულის“ ამაზე ცუდი თამაში არ მახსენდება. „ბრაიტონი“ ორგანიზებული გუნდია, რომელიც არაორგანიზებულ გუნდს დაუპირისპირდა. მასობრივად იმედგაცრუებულები ვართ. ბურთს ხშირად ვკარგავდით და სივრცეებს ვერ ვავსებდით. დროის გასვლასთან ერთად ჩვენი მოწინააღმდეგე უფრო თავდაჯერებული გახდა.

მქონდა იდეა, რომ გუნდის სქემა შემცვალა და ასეც გავაკეთე, მაგრამ ამას კარგი შედეგი არ მოყვა. უფრო მეტად კრეატიულები უნდა ვიყოთ. ჩემი გუნდისგან დღეს ვერაფერი საინტერესო ვერ დავინახე. რთულია ამ ყველაფრის ახსნა, რადგან ამ შემადგენლობამ სხვა მატჩები კარგად ითამაშა. როცა ორგანიზება არ გაქვს, ასე გემართება.

გამუდმებით ყველაფერზე ვაგვიანებდით. გამოწვევებს ვერ ვუპასუხეთ და ბურთს უაზროდ ვკარგავდით. ეს არის ორი ყველაზე ცუდი რამ, რაც შეიძლება დაგემართოს. ფეხბურთში არ არსებობს ტაქტიკა, რომელიც ამ პრობლემას მოაგვარებს. ყველაფერი ჩემი პასუხისმგებლობაა.“

ცნობისთვის, ამ წაგების შემდეგ, „ლივერპულს“ სატურნირო ცხრილში 28 ქულა დარჩა და მე-9 პოზიციაზე იმყოფება. შემდეგ ტურში მერსისაიდელები „ჩელსის“ უმასპინძლებენ. აღნიშნული დაპირისპირება 21 იანვრით თარიღდება და თბილისის დროით 16:30-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტენ ჰაგი: “რაშფორდი ბურთს არ შეხებია და მომენტზე გავლენას არ ახდენდა“
ტენ ჰაგი: “რაშფორდი ბურთს არ შეხებია და მომენტზე გავლენას არ ახდენდა“