ხერარდ პიკე
Aa
Aa

„ფერარი ტვინგოში გაცვალე“ - შაკირამ პიკეზე სიმღერა ჩაწერა

ცნობილმა მომღერალმა, შაკირამ საფეხბურთო და არასაფეხბურთო სამყარო აალაპარაკა. 45 წლის კოლუმბიელმა ვარსკვლავმა სიმღერა ჩაწერა, რომელსაც უკვე 37 მილიონი ნახვა აქვს და მასში ყოფილ პარტნიორს, ხერარდ პიკეს დასცინის.

შაკირას სიმღერის ტექსტიდან შეგვიძლია, რამდენიმე საინტერესო მონაკვეთი გამოვარჩიოთ. მაგალითად, ერთ-ერთ ნაწილში, კოლუმბიელი მომღერალი აცხადებს, რომ პიკემ „ფერარი ტვინგოში, ხოლო როლექსი კასიოში გაცვალა“, მისამღერში კი ასეთ ტექსტს მოისმენთ: „ჩემნაირი მგელი შენნაირი კაცებისთვის არაა“.

ესპანური პრესის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთი მონაკვეთი მოექცა, რომელშიც შაკირა ამბობს, რომ სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯია და პიკე რამდენსაც არ უნდა ეხვეწოს, არ დაუბრუნდება. კოლუმბიელი „ბარსას“ ექს-ფეხბურთელს დასცინის და აცხადებს: „საგადასახადო სამსახურის ვალი დამიტოვე, დედაშენის მეზობლად დამტოვე და პრესა კარს იყო მომდგარი“.

შეგახსენებთ, რომ შაკირას ბოლო სიმღერებში პიკესთან გაწყვეტილი ურთიერთობა გაკვრით იყო ნახსენები და ეს პირველი შემთხვევაა, როცა კოლუმბიელმა მომღერალმა თავის ყოფილს ასე აშკარად დასცინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მისი ქართული ბანერი ვერ შენიშნა და ატირდა - კვარას პატარა ემოციური ქომაგი
მისი ქართული ბანერი ვერ შენიშნა და ატირდა - კვარას პატარა ემოციური ქომაგი