თორნიკე შენგელია, ვირტუს ბოლონია, ოლიმპია მილანო
Aa
Aa

შენგელიას 7 ქულა - ბოლონია მილანთან დამარცხდა

იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში, თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონია“ საკუთარ მოედანზე „ოლიმპია მილანოს“ შეხვდა და 22 ქულის სხვაობით, 74:96 დამარცხდა.

ქართველმა კალათბურთელმა შეხვედრა სასტარტო ხუთეულიდან დაიწყო და მოედანზე 24 წუთი გაატარა. ამ დროის განმავლობაში შენგელიამ 7 ქულა, 2 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება მოაგროვა. თოკომ 6-დან 2 ოქრულიანი და 2-დან 1 სამქულიანი ჩააგდო.

13 ტურის შემდეგ „მილანსაც“ და „ბოლონიასაც“ 11-11 მოგება აქვთ და სატურნირო ცხრილში პირველ-მეორე ადგილებს ინაწილებენ. ქართველი კალათბურთელის გუნდი მომდევნო შეხვედრას უკვე ევროლიგაზე ჩაატარებს. „ვირტუს ბოლონიას“ მეტოქე „ბარსელონა“ იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ორმაგი დუბლი - შენგელიამ ვირტუს ბოლონიას მოაგებინა
ორმაგი დუბლი - შენგელიამ ვირტუს ბოლონიას მოაგებინა