გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

„ვალენსიას ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო შენაძენია“ - AS-ი მამარდაზე წერს

ავტორიტეტული ესპანური გამოცემა AS-ი გიორგი მამარდაშვილის შესახებ სტატიას აქვეყნებს და მას ვალენსიას მზარდ ფასეულობად მოიხსენიებს.

სტატიაში ნათქვამია, რომ 2022 წელს ის მეკარეებს შორის ყველაზე დაფასებული ფეხბურთელია და მისი ამჟამინდელი ღირებულებით მსოფლიო რეიტინგში მე-13 ადგილს იკავებს.

რას წერს AS-ი:

გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიასთვის“ ყველაზე მზარდი ფასეულობაა. ქართველი, რომელმაც კლუბთან კონტრაქტი 2027 წლამდე გაახანგრძლივა, Transfermarkt-ის მიხედვით 2022 წელს მეკარეებს შორის ყველაზე დაფასებულია. ბოლო 12 თვეში, მამარდაშვილის ღირებულება 733,3%-ით გაიზარდა. 3 მილიონიდან მისი ფასი 25 მილიონი გახდა.

2022 წელს, მსოფლიოს მასშტაბით არცერთ მეკარეს არ ჰქონია საბაზრო ღირებულების ასე მკვეთრი მატება, როგორც „ვალენსიას“ ფეხბურთელს. მასთან ყველაზე ახლოს ორი მეკარეა: ესპანელი რობერტო სანჩესი, რომლის ფასიც 21 მილიონით გაიზარდა და პორტუგალიელი დიოგუ კოშტა (19 მილიონი). გარდა ამისა, 25 მილიონის ღირებულებით მამარდაშვილი მსოფლიოს საუკეთესო მეკარეებს შორისაა.

ქართველ მეკარეს „ვალენსიას“ ისტორიაში ფასისა და ხარისხის მხრივ ერთ-ერთ საუკეთესო შენაძენს უწოდებენ, მეკარეებს შორის მსოფლიო სატრანსფერო ბაზარზე მე-13 გოლკიპერია. რეიტინგს „რეალის“ მეკარე, ტიბო კურტუა 60 მილიონით ლიდერობს. გიორგი მამარდაშვილი კი 22 წლის ასაკში ყველაზე ახალგაზრდა მეკარეა, რომელიც ამ სიაში მოხვდა. ქართველი ლა ლიგაში ღირებულების მხრივ მე-4 მეკარეა. მას მხოლოდ ზემოთხსენებული კურტუა, იან ობლაკი და მარკ ანდრე ტერ-შტეგენი უსწრებენ, უნაი სიმონს კი მისი მსგავსი ფასი აქვს.

შეგახსენებთ, რომ „ვალენსიაში“ დებიუტის დღიდან მამარდაშვილმა „ღამურების“ მაისური 35 შეხვედრაში მოირგო. ქართველმა მეკარემ საკუთარ კარში 37 ბურთი გაუშვა, 12 შეხვედრაში კი კარის მშრალად შენახვა შეძლო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“კრასიჩის მახეში არ უნდა გაებას“ - Forbes კვარაცხელიაზე წერს
“კრასიჩის მახეში არ უნდა გაებას“ - Forbes კვარაცხელიაზე წერს