ლიონელ მესი, მაკ ალისტერი
Aa
Aa

“ხელები მიკანკალებდა“ - მაკ ალისტერი მესისთან პირველ შეხვედრაზე

კატარში ჩატარებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე მაკ ალისტერი ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი იყო. დიდი ხნით ადრე, სანამ „ბრაიტონის“ ნახევარმცველი მუნდიალზე მოხვდებოდა „ბოკა ხუნიორსში“ თამაშობდა. 24 წლის ნახევარმცველი მესისთან თავის პირველ შეხვედრას ისვენებს.

მაკ ალისტერი:

„ისე ვნერვიულობდი, რომ ხელები მიკანკალებდა. ზოგადად, მორცხვი ადამიანი ვარ და დიახ მესისთან შეხვედრა ემოციური იყო, მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ ის საოცრად თავმდაბალი ადამიანია. იმ პერიოდში „ბოკაში“ ვთამაშობდი და ნაკრებში გამომიძახეს. არგენტინა ესპანეთს უნდა შეხვედროდა. შევიკრიბეთ და სასადილოდ წავედით.

მაგიდასთან მივედი და ხელების კანკალით მივესალმე. ოფლში ვცურავდი, მაგრამ ეს საოცარი მომენტი იყო. ის ჩემი კუმირია. ლიონელ მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია და ამაზე ორი აზრი არ არსებობს.“

შეგახსენებთ, რომ ალექსისი ახლა „ბრაიტონის“ ღირსებას იცავს და მუნდიალის დასრულების შემდეგ მისით სხვადასხვა ევროპული გუნდები დაინტერესდნენ. საუბარი „ატლეტიკოზე“, „ჩელსიზე“ და „არსენალზე“ გახლავთ, მაგრამ მაკ ალისტერმა ზამთარში კლუბის შეცვლაზე უარი განაცხადა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იაპონიაშიც აღარ სჭირდებათ - ბოიან კრკიჩს ვისელ კობიდან უშვებენ
იაპონიაშიც აღარ სჭირდებათ - ბოიან კრკიჩს ვისელ კობიდან უშვებენ