ატლეტიკო, ნაპოლი, მანჩესტერ იუნაიტედი, ერიკ ტენ ჰაგი, ვიქტორ ოსიმენი, ჟოაუ ფელიქსი, ანტუან გრიზმანი
Aa
Aa

ტენ ჰაგი თავდამსხმელს ეძებს - ერთ-ერთ ვარიანტი ოსიმენია

როგორც მოგეხსენებათ, „მანჩესტერ იუნაიტედი“ კრიშტიანუ რონალდუმ დატოვა და ახლა ერიკ ტენ ჰაგი თავდამსხმელის ძიებაშია. საუბარი მიდიოდა კოდი გაკპოზე, მაგრამ „წითელ ეშმაკებს“ „ლივერპულმა დაასწრო და ნიდერლანდელი შემტევი მერსისაიდულ კლუბში ითამაშებს.

ბრიტანული მედია „იუნაიტედის“ სატრანსფერო პოლიტიკაზე წერს და განიხილავს, თუ ვისი ყიდვა სურს ინგლისურ გიგანტს.

როგორც ჩანს, ერიკ ტენ ჰაგს 3 ვარიანტი აქვს. ქართველი გულშემატკივრებისთვის ყველაზე საყურადღებო ვიქტორ ოსიმენია. ნიდერლანდელ სპეციალისტს ის რონალდუს პირდაპირ შემცვლელად ესახება. მოგეხსენებათ, ნიგერიელი შემტევი და ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ ბრწყინვალე დუეტს ქმნიან და მისი ტრანსფერი ალბათ ბევრს არ გაუხარდება.

საუბარი მიმდინარეობს ანტუან გრიზმანზე, რომელიც დაბრუნების შემდეგ, „ატლეტიკოს“ ვერ მოერგო და ძველებურად ვერ თამაშობს. სიმეონე კი მისით უკმაყოფილოა. ფრანგი ფეხბურთელი ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ის სუფთა ცენტრ ფორვარდი არ არის და რონალდუს სრულფასოვნად ვერ შეცვლის.

მესამე ვარიანტი კი კვლავ „ატლეტიკოს“ ფეხბურთელი ჟაოუ ფელიქსია. ბევრი ფიქრობს, რომ ახალგაზრდა პორტუგალიელი სიმეონეს დაცვით ფეხბურთს ვერ მოერგო და მას აუცილებლად გუნდის შეცვლა სჭირდება. ამ აზრს ერიკ ტენ ჰაგიც იზიარებს და მის სატრანსფერო გეგმებში შედის.

შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის „მანჩესტერ იუნაიტედი“ პრემიერ ლიგაში 26 ქულით მეხუთე ადგილზე იმყოფება და ლიდერ „არსენალს“ 14 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რაც მედიაში იწერება, სიცრუეა“ - ალ-ნასრის მფლობელმა ყველაფერი უარყო
„რაც მედიაში იწერება, სიცრუეა“ - ალ-ნასრის მფლობელმა ყველაფერი უარყო