კატარი 2022
Aa
Aa

ფინალში VAR-ის არბიტრი: ეს ყველაზე რთული მომენტი იყო, თავიდან პენალტი გვეგონა

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალზე დღემდე ძალიან ბევრი საუბარია. ქომაგების ნაწილი მსაჯობით უკმაყოფილოა და ამ თემაზე კამათი არ წყდება.

ზუსტად ამ თემებზე ისაუბრა ფინალის სამსაჯო გუნდის წევრმა, უფრო კონკრეტულად კი VAR-ის ოთახში მყოფმა ტომაშ კვიატკოვსკიმ.

- ფინალში სამუშაო პრაქტიკულად არ გქონიათ. ეს იყო ერთ-ერთი იმ რამდენიმე მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებიდან, რომელშიც VAR-ი ერთხელაც არ გამოუყენებიათ.

„ამის თქმა მხოლოდ გარედან შეიძლება. მოვლენების რაოდენობას თუ გავაანალიზებთ, მაშინ ექვსი გოლი გავიდა, სადაც შეტევის ფაზაში რთული თამაშგარე სიტუაციები იყო.

სამი პენალტი დაფიქსირდა, რომლებიც შიმონ მარჩინიაკმა ძალიან კარგად გამოავლინა. მე მქონდა ორი ეპიზოდი პოტენციური წითელი ბარათით და ტურამის უკიდურესად რთული სიმულაციით. არ დაგვავიწყდეს, რომ ზოგჯერ სიმულაცია იწვევს ჯარიმას“.

- შეიძლება ვიკითხო, რა იყო ყველაზე რთული?

„აუცილებლად სიმულაცია. VAR-ის ასისტენტები ხშირად ენდობიან პირველ შთაბეჭდილებებს. ამ სიტუაციაში მან მიუთითა პენალტის ნიშნულისკენ. როგორც კი მარჩინიაკმა გადაწყვიტა, რომ სიმულაცია იყო, მე ვუთხარი, რომ თამაში უნდა შევწყვიტოთ და ჯერ ყველაფერი გადავამოწმოთ. საბედნიეროდ, უკვე პირველ გამეორებაზე დავინახე, რომ მისი არჩევანი სწორი იყო. მეორე გამეორებამ ეს მხოლოდ დაადასტურა. ჩვენ ყველაფერი საკმაოდ სწრაფად გავაანალიზეთ.

ეს არ იყო მარტივი სიტუაცია VAR-ის თვალსაზრისით. როცა თბილ სკამზე ზიხარ, ლუდს სვამ და ჩიფსს მიირთმევ, ყველაფერი მარტივად გეჩვენება. გარდა აღნიშნული სიტუაციებისა, მე შევამოწმე ბევრი წვრილმანი, რაც შეიძლება დაგვეხმაროს, მაგალითად, მოთამაშის ნომრის სწრაფი მითითება ან გამოსავლის შესახებ მცირე მინიშნება.

ეს არის ჩვენი მუშაობის საიდუმლოებები, რომლის შესახებაც ყველამ არ იცის. შიმონი და ბიჭები მოედანზე ყველაზე ხმამაღალ აპლოდისმენტებს იმსახურებენ. ჩრდილში ვიყავი და მხოლოდ ბიჭების დახმარება შემეძლო. ძალიან მომგებიანი სამუშაო მქონდა.

რთული მატჩი იყო - ემოციების, მოვლენების რაოდენობის და პასუხისმგებლობის თვალსაზრისით. ჩემთვის საქმის კეთება უფრო ადვილი იყო, რადგან შიმონი შესანიშნავად მუშაობდა“.

თქვა ტომაშ კვიატკოვსკიმ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ონლაინ პეტიცია - ფრანგები ფინალის გადათამაშებას ითხოვენ
ონლაინ პეტიცია - ფრანგები ფინალის გადათამაშებას ითხოვენ